“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 307

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ვაგონში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი შეიძლება განლაგდეს როგორც განივად, ასევე გრძივად.

2.სპეციალიზებულ ვაგონებში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჩაიტვირთება მხოლოდ განივად. ამ შემთხვევაში, პირუტყვის დატვირთვამდე, ვაგონის გრძივი კედლის არამოსასხნელ დაფებზე ცხოველთა დასაბმელი სჭვალებით მაგრდება ლითონის რგოლები ან კავები ისე, რომ ერთ რგოლზე შესაძლებელი იყოს 1-2 ცხოველის დაბმა. ვაგონის ტორსულ კედლებთან დაიგება ორი დაფისგან შემდგარი თაროები, რომელიც ეწყობა ვაგონის გარდიგარდმო არამოსასხნელ დაფებზე, ვაგონის ტორსულ კედლებთან მიჯრით. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დატვირთვის შემდეგ ვაგონის კარის ღიობებში აყენებენ ცხაურს.

3.მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გრძივად განლაგებისას, ვაგონები მოეწყობა ისევე, როგორც ცხენის გადაზიდვის დროს, ოღონდ დაფების ნაცვლად კარის ღიობებში აყენებენ ცხაურს – გისოსებს.

4.ცხვარი, თხა, ხბო, ღორი და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოზარდეული ვაგონში ჩაიტვირთება დაუბმელად.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1417204530630530022509 (და…307
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს სარკინიგზო…სახელმწიფო საზღვრის რე…სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა