“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 228

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სასურსათო მიზნით, სამრეწველო გადამუშავებისთვის შეყინული ხორცის გადაზიდვისას, ტვირთგამგზავნი ვალდებულია ზედნადების გრაფაში „ტვირთის დასახელება” დამატებით მიუთითოს ხორცის გაგზავნის მიზანი.

2.შეყინულ ხორცს, სარეფრიჟერატორო ვაგონებში ჩატვირთვისას, ზედაპირიდან 1 სმ სიღრმეზე უნდა ჰქონდეს ტემპერატურა მინუს 3 – 5 გრადუსი. შეყინული ხორცი დანაწევრებული უნდა იყოს გაყინულის ანალოგიურად. იგი უნდა იყოს მკვრივი და არ იდრიკებოდეს აწევისას.

3.შეყინული ხორცი გადაიზიდება სარეფრიჟერატორო ვაგონებში 0-დან მინუს 3 გრადუსამდე ტემპერატურით. მისი დაგროვებისა და გადაზიდვის საერთო ვადა, დაკვლის მომენტიდან, არ უნდა აღემატებოდეს: წლის ზაფხულის პერიოდში – 11 დღეს, გარდამავალ პერიოდში – 12 დღეს, ზამთრის პერიოდში – 15 დღეს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20411922722921912 (დ…78151146228
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სარკინიგზო…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა