“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 227

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გაცივებული ხორცი გადასაზიდად მიიღება დაკვლის მომენტიდან არა უმეტეს 4 დღის შენახვის ვადით. ჩატვირთვისას, მისი ტემპერატურა, ძვლებთან, ყუთების სიღრმეში, უნდა იყოს 0-დან პლუს 4 გრადუსამდე. მას უნდა ჰქონდეს მშრალი ზედაპირი და შემხმარი ქერქი, რომელსაც არ უნდა ეტყობოდეს ობის, გალორწოვანებისა და დასველების კვალი. ზაფხულისა და ზამთრის პერიოდში ამგვარი ხორცის დაგროვებისა და გადაზიდვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 დღეს, ხოლო წლის გარდამავალ პერიოდში – 14 დღეს.

2.აკრძალულია დაჩეხილი ღორის ხორცის გაცივებულ მდგომარეობაში გადაზიდვა.

3.წლის გარდამავალ და ზამთრის პერიოდში ბუნებრივად გაციებულ მდგომარეობაში გადაიზიდება საქონლის, ძროხისა და ცხენის ხორცი, რომლის დაკვლის-შემდგომი შენახვის ვადაა არა უმეტეს 2 დღისა.

4.ბუნებრივად გაცივებულ ხორცს, გადასაზიდად წარდგენისას, ზედაპირზე უნდა ჰქონდეს შემხმარი ქერქი და ტემპერატურა ძვლებთან, კუნთების სიღრმეში, – პლუს 4-დან პლუს 12 გრადუსამდე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
453522922823528122510¹2215178227
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…ცოცხალი გენმოდიფიცირებ…სურსათის/ცხოველის საკვ…ცხოველთა და მცენარეთა …სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა