Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სარკინიგზო კოდექსიმუხლი 41

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 41. ბარგის, ტვირთ-ბარგის გადაზიდვა

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:მგზავრის უფლებებიპიროვნული დაზიანება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.მგზავრის მიერ ბილეთის წარდგენისას რკინიგზა ვალდებულია, გადასაზიდად მიიღოს მისი ბარგი და გაგზავნოს იგი შესაბამისი დანიშნულების პირველივე გამსვლელი მატარებლით, რომელშიც არის საბარგო ვაგონი.

2.მგზავრს უფლება აქვს, გადასაზიდად წარმოადგინოს გამოცხადებული ფასეულობის ბარგი, რისთვისაც იგი იხდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ საფასურს.

3.რკინიგზის მიერ ტვირთ-ბარგის გადაზიდვა ხორციელდება ამ კოდექსისა და „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.

4.ბარგის სახით მიიღება ისეთი საგანი, რომელიც მოცულობითა და თვისებებით დაუბრკოლებლად შეიძლება ჩაიტვირთოს საბარგო ვაგონში და იგი არ დააზიანებს სხვა მგზავრთა ბარგს. ბარგის მასისა და შეფუთვის მოთხოვნები განისაზღვრება „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებით“ . აკრძალულია იმ საფრთხეშემცველი ხელბარგის, ბარგისა და ტვირთ-ბარგის გადაზიდვა, რომლებიც განსაზღვრულია „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებით“ .

5.ბარგის, ტვირთ-ბარგის ადგილზე მიტანის ვადა განისაზღვრება დანიშნულების რკინიგზის სადგურამდე იმ მატარებლის მსვლელობის დროით, რომლითაც იგი გაიგზავნა. ბარგის, ტვირთ-ბარგის გაგზავნის თარიღი აღინიშნება გადაზიდვის დოკუმენტებში.

6.თუ ბარგი, ტვირთ-ბარგი მატარებლის მსვლელობის გზაზე უნდა გადაიტვირთოს, მისი დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადა განისაზღვრება იმ მატარებლის მსვლელობის დროით, რომელშიც ჩართულია საბარგო ვაგონი. ამ შემთხვევაში ბარგის ყოველ გადატვირთვაზე ემატება 1 დღე-ღამე, ხოლო ტვირთ-ბარგის ყოველ გადატვირთვაზე – 2 დღე-ღამე.

7.ბარგის, ტვირთ-ბარგის ადგილზე მიტანის თარიღს დანიშნულების რკინიგზის სადგური აღნიშნავს გადაზიდვის დოკუმენტებში.

8.ბარგი, ტვირთ-ბარგი დაკარგულად ჩაითვლება, თუ დანიშნულების რკინიგზის სადგურში იგი არ მიიტანეს მიტანის ვადის გასვლიდან 30 დღე-ღამეში. ამ შემთხვევაში მის საფასურსა და მიყენებულ ზიანს ანაზღაურებს რკინიგზა „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.

9.თუ ბარგი, ტვირთ-ბარგი დანიშნულების ადგილზე მიიტანეს ამ მუხლის მე-5 ნაწილში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, ბარგის, ტვირთ-ბარგის მიმღებს უფლება აქვს, ის დაიბრუნოს, თუ დაუბრუნებს რკინიგზას ბარგის, ტვირთ-ბარგის დაკარგვისათვის მისგან მიღებულ თანხას.

10.თუ ბარგის, ტვირთ-ბარგის მიმღები წერილობით განაცხადებს უარს მის მიღებაზე ან არ განკარგავს მას შეტყობინების მიღებიდან 4 დღე-ღამეში, რკინიგზას უფლება აქვს, განახორციელოს ბარგის, ტვირთ-ბარგის რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11.დანიშნულების რკინიგზის სადგურში ბარგი, ტვირთ-ბარგი გაიცემა შესაბამისად ბარგის, ტვირთ-ბარგის ქვითრის წარმდგენ პირზე.

12.დანიშნულების რკინიგზის სადგურში მიტანილი ბარგი, ტვირთ-ბარგი უფასოდ ინახება 24 საათი მიტანის დროის ჩაუთვლელად. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბარგის შენახვისათვის საფასურის გადახდა ხორციელდება „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.

13.მოუკითხავი ტვირთ-ბარგი ექვემდებარება რეალიზაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რედაქციების შედარება

1. მგზავრის მიერ ბილეთის წარდგენისას რკინიგზა ვალდებულია, გადასაზიდად მიიღოს მისი ბარგი და გაგზავნოს იგი შესაბამისი დანიშნულების პირველივე გამსვლელი მატარებლით, რომელშიც არის საბარგო ვაგონი. 2. მგზავრს უფლება აქვს, გადასაზიდად წარმოადგინოს გამოცხადებული ფასეულობის ბარგი, რისთვისაც იგი იხდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ საფასურს. 3. რკინიგზის მიერ ტვირთ-ბარგის გადაზიდვა ხორციელდება ამ კოდექსისა და „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად .შესაბამისად. 4. ბარგის სახით მიიღება ისეთი საგანი, რომელიც მოცულობითა და თვისებებით დაუბრკოლებლად შეიძლება ჩაიტვირთოს საბარგო ვაგონში და იგი არ დააზიანებს სხვა მგზავრთა ბარგს. ბარგის მასისა და შეფუთვის მოთხოვნები განისაზღვრება „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებით“ .წესებით“. აკრძალულია იმ საფრთხეშემცველი ხელბარგის, ბარგისა და ტვირთ-ბარგის გადაზიდვა, რომლებიც განსაზღვრულია „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებით“ .წესებით“. 5. ბარგის, ტვირთ-ბარგის ადგილზე მიტანის ვადა განისაზღვრება დანიშნულების რკინიგზის სადგურამდე იმ მატარებლის მსვლელობის დროით, რომლითაც იგი გაიგზავნა. ბარგის, ტვირთ-ბარგის გაგზავნის თარიღი აღინიშნება გადაზიდვის დოკუმენტებში. 6. თუ ბარგი, ტვირთ-ბარგი მატარებლის მსვლელობის გზაზე უნდა გადაიტვირთოს, მისი დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადა განისაზღვრება იმ მატარებლის მსვლელობის დროით, რომელშიც ჩართულია საბარგო ვაგონი. ამ შემთხვევაში ბარგის ყოველ გადატვირთვაზე ემატება 1 დღე-ღამე, ხოლო ტვირთ-ბარგის ყოველ გადატვირთვაზე – 2 დღე-ღამე. 7. ბარგის, ტვირთ-ბარგის ადგილზე მიტანის თარიღს დანიშნულების რკინიგზის სადგური აღნიშნავს გადაზიდვის დოკუმენტებში. 8. ბარგი, ტვირთ-ბარგი დაკარგულად ჩაითვლება, თუ დანიშნულების რკინიგზის სადგურში იგი არ მიიტანეს მიტანის ვადის გასვლიდან 30 დღე-ღამეში. ამ შემთხვევაში მის საფასურსა და მიყენებულ ზიანს ანაზღაურებს რკინიგზა „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად .შესაბამისად. 9. თუ ბარგი, ტვირთ-ბარგი დანიშნულების ადგილზე მიიტანეს ამ მუხლის მე-5 ნაწილში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, ბარგის, ტვირთ-ბარგის მიმღებს უფლება აქვს, ის დაიბრუნოს, თუ დაუბრუნებს რკინიგზას ბარგის, ტვირთ-ბარგის დაკარგვისათვის მისგან მიღებულ თანხას. 10. თუ ბარგის, ტვირთ-ბარგის მიმღები წერილობით განაცხადებს უარს მის მიღებაზე ან არ განკარგავს მას შეტყობინების მიღებიდან 4 დღე-ღამეში, რკინიგზას უფლება აქვს, განახორციელოს ბარგის, ტვირთ-ბარგის რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 11. დანიშნულების რკინიგზის სადგურში ბარგი, ტვირთ-ბარგი გაიცემა შესაბამისად ბარგის, ტვირთ-ბარგის ქვითრის წარმდგენ პირზე. 12. დანიშნულების რკინიგზის სადგურში მიტანილი ბარგი, ტვირთ-ბარგი უფასოდ ინახება 24 საათი მიტანის დროის ჩაუთვლელად. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბარგის შენახვისათვის საფასურის გადახდა ხორციელდება „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად .შესაბამისად. 13. მოუკითხავი ტვირთ-ბარგი ექვემდებარება რეალიზაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

წინა მუხლი 40შემდეგი მუხლი 42

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • რკინიგზის გადასასვლელის ავარია3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დავა დაკარგული ბარგზესერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №17

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 38მგზავრის გადაყვანის, ბარგისა და ტვირთ-ბარგის გადაზიდვის ხელშეკრულება
  • 7მხარეთა უფლება-მოვალეობანი გადაყვანა-გადაზიდვისას
  • 37მგზავრის გადაყვანა, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვა

საზღვაო კოდექსი

  • 165—
  • 153—
  • 152—

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 62(ამოღებულია)
  • 66სატრანსპორტო საბუთები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 129დაწესებულ ნორმაზე ზევით ხელბარგისა და ფასგადაუხდელი ბარგის გადაზიდვა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 120ტრანზიტის პროცედურის მფლობელის, გადამზიდავისა და საქონლის მიმღების ვალდებულებები
  • 71საქონლის განსაზღვრულ ადგილზე გადაზიდვა/გადატანა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 698ცნება. შინაარსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3873712916515315269862661207141
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსისაქართველოს საჰაერო კო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026