“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 254

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ძელაკებად დაფასოებული, პერგამენტში ან დამუშავებულ კილიტაში გახვეული მყარი მარგარინი, გამყარებული საკონდიტრო, პურსაცხობი და კულინარიული ცხიმი (შემდგომ – გამყარებული ცხიმი), იფუთება ყუთებში, ხოლო დაუფასოებელი (მონოლითის სახით) იწყობა ყუთებში, რომლებიც ამოფენილია პერგამენტით ან პოლიმერის აფსკით.

2.დაუფასოებელ მყარ მარგარინსა და გამყარებულ ცხიმს, რომლის სიმაგრე 40 გრ/სმ და ნაკლებია, ან დაფასოებულს, რომლის სიმაგრე 50 გრ/სმ და ნაკლებია, ვაგონში ჩატვირთვისას უნდა ჰქონდეს ტემპერატურა არა უმეტეს 10 გრადუსისა, ხოლო შესაბამისად 40 გრ/სმ და 50 გრ/სმ-ზე მეტი სიმყარის პროდუქცია გადასაზიდად წარედგინება არა უმეტეს პლუს 15 გრადუსის ტემპერატურით.

3.მყარი მარგარინი და გამყარებული ცხიმი გადაიზიდება იზოთერმულ ვაგონებში, ხოლო გარდამავალ პერიოდში, როდესაც გარე ჰაერის ტემპერატურა პლუს 10 გრადუსს არ აღემატება, დაიშვება ამ ტვირთის დახურულ ვაგონებში გადაზიდვა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
142017255258259254
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა