1.მაჭიკის (დვრიტით ამოყვანილი) მაგარი ყველი იფუთება ყუთებში. დატვირთვისას ყველს უნდა ჰქონდეს ტემპერატურა: ზაფხულის და წლის გარდამავალ პერიოდში – არა უმეტეს პლუს 4 გრადუსისა, ზამთრის პერიოდში – არანაკლებ პლუს 8 გრადუსისა. მდნარი ყველი უნდა ჩაიწყოს ყუთებში და ჰქონდეს ტემპერატურა: ზაფხულის პერიოდში ჩატვირთვის დროს – არაუმეტეს პლუს 2 გრადუსისა, ხოლო ზამთრის პერიოდში – არანაკლებ პლუს 5 გრადუსისა.
2.ბრინზა გადაიზიდება ხის კასრებში, რომელიც არ ატარებს მარილხსნარს, ხოლო თუნუქის ქილებსა ან „ტბა“ პაკეტებში დაფასოებული – ყუთებში. კასრში ისხმება სუფთა მარილხსნარი. ბრინზას უნდა ჰქონდეს სუფთა, ულორწოო და უქერქო ზედაპირი.
3.ნაყინი გადაიზიდება ლითონის ქილებში, ხოლო წვრილად დაფასოებული – კოლოფებში, სპეციალურ კონტეინერებსა და სხვა ტარაში მხოლოდ სარეფრიჟერატორო ვაგონებში. ამ შემთხვევაში, ყოველ ვაგონში, ტვირთგამგზავნის სახსრებით დამატებით იტვირთება 2,0 – 3,0 ტონა მშრალი ყინული. ნაყინის ტემპერატურა, კვერცხის ჩატვირთვისას, უნდა იყოს არა უმეტეს მინუს 20 გრადუსისა.

