საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 17. ტვირთის გადაზიდვის წესი

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ტვირთის გადაზიდვა ხორციელდება სამარშრუტო გადაზიდვით, ვაგონთა ჯგუფით, ვაგონით, საკონტეინერო და წვრილმანი გზავნილებით, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.

2.ტვირთის გადაზიდვა ხდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ განსაზღვრული სატვირთო ან დიდი სიჩქარით.

3.ტვირთის გადაზიდვის სიჩქარის განსაზღვრის წესს და იმ სარკინიგზო მიმართულებებს, რომლებზედაც ხდება ტვირთის დიდი სიჩქარით გადაზიდვა, ადგენს რკინიგზა.

4.ტვირთის გადაზიდვის სიჩქარეს ირჩევს და ზედნადებში მიუთითებს ტვირთგამგზავნი. თუ ტვირთის გადაზიდვა მოითხოვს დიდ სიჩქარეს, ტვირთგამგზავნი ვალდებულია მიუთითოს ეს ზედნადებში.

5.რკინიგზას უფლება აქვს, ადგილობრივი გადაზიდვისას დაადგინოს ტვირთის დიდი სიჩქარით გადაზიდვის მონაკვეთები.

6.ტვირთის გადაზიდვა ვიწროლიანდიანი და სხვა სიგანის ლიანდის სარკინიგზო ლიანდაგებით ხდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ტვირთის გადაზიდვა ხორციელდება სამარშრუტო გადაზიდვით, ვაგონთა ჯგუფით, ვაგონით, საკონტეინერო და წვრილმანი გზავნილებით, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად. 2. ტვირთის გადაზიდვა ხდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ განსაზღვრული სატვირთო ან დიდი სიჩქარით. 3. ტვირთის გადაზიდვის სიჩქარის განსაზღვრის წესს და იმ სარკინიგზო მიმართულებებს, რომლებზედაც ხდება ტვირთის დიდი სიჩქარით გადაზიდვა, ადგენს რკინიგზა. 4. ტვირთის გადაზიდვის სიჩქარეს ირჩევს და ზედნადებში მიუთითებს ტვირთგამგზავნი. თუ ტვირთის გადაზიდვა მოითხოვს დიდ სიჩქარეს, ტვირთგამგზავნი ვალდებულია მიუთითოს ეს ზედნადებში. 5. რკინიგზას უფლება აქვს, ადგილობრივი გადაზიდვისას დაადგინოს ტვირთის დიდი სიჩქარით გადაზიდვის მონაკვეთები. 6. ტვირთის გადაზიდვა ვიწროლიანდიანი და სხვა სიგანის ლიანდის სარკინიგზო ლიანდაგებით ხდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1183310364365152671673674664017
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საჰაერო კო…საავტომობილო ტრანსპორტ…საზღვაო კოდექსისაგზაო მოძრაობის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა