“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 247

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ბანანი გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს მკვრივი, მწვანე ფერის კანითა და ნაყოფის ყუნწით, საკმარისად განვითარებული, სახეობისთვის ტიპური ფორმისა და სიდიდის ნაყოფით.

2.პოლიმერის აფსკის ტომრებში წინასწარ ჩაწყობილი ბანანი, ტომრის ყელის მჭიდროდ შეკვრის შემდეგ, უნდა ჩაიწყოს მუყაოს კოლოფში.

3.ბანანი გადაიზიდება მხოლოდ სარეფრიჟერატორო სექციებში ან ავტონომიურ სარეფრიჟერატორო ვაგონებში. გადაზიდვის დროს გარე ჰაერის დადებითი ტემპერატურისას, ვენტილაცია უნდა მოეწყოს დღე-ღამეში ორჯერ, უარყოფითი ტემპერატურისას – დღეში ერთხელ, ვენტილატორების 15 – 20 წუთის ჩართვით. გარე ჰაერის უარყოფითი ტემპერატურისას ბანანი საწყობიდან სარეფრიჟერატორო ვაგონში ჩაიტვირთება მხოლოდ ტამბურებიდან, რომლებიც თბება. ყველა შემთხვევაში, ექსპერტიზის აქტში უნდა აღინიშნოს გარე ჰაერის ტემპერატურა ბანანის ჩატვირთვის პერიოდში.

4.გადაზიდვის დასასრულს გაყვითლებული ბანანების არსებობა არ არის ნაყოფის ხარისხის გაუარესების ნიშანი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2041257258248247
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა