“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 261

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ლითონისა და მინის შუფუთვის დაკონსერვებული პროდუქცია გადაიზიდება ყუთებში, ხოლო შეუფუთავი – პოლიეთილენის ჩანართიან კასრებში.

2.პროდუქციანი კასრები და ქილები უნდა იყოს მჭიდროდ დახუფული და არ ჟონავდეს.

3.მინის ქილები იწყობა განივ და გრძივ უჯრედიან ტიხრის მქონე ყუთებში. ლითონის ქილების ჰორიზონტალურ რიგებს ყუთებში დატანებული უნდა ჰქონდეს მუყაოს ან მკვრივი ქაღალდის შუასადებები.

4.დაიშვება კონსერვირებული პროდუქციის გადაზიდვა თუნუქის ქილებში, თერმოშეკლებადი ბლოკების სახით. ბლოკები გადაიზიდება მხოლოდ პაკეტებად გაერთიანებული, ქვეშებზე. ამ შემთხვევაში, პაკეტს უნდა ჰქონდეს შემოკრული თერმოშეკლებადი აფსკი.

5.სტერილიზებული ბოსტნეული, ხილი, წვენი და ნექტარი მინის თუნუქის შეფუთვაში, აგრეთვე „ტბა“ პაკეტებში გადაიზიდება იზოთერმულ და დახურულ ვაგონებში.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
817125436263262291798 (და…110261
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სამოქალაქო…სახიფათო ნარჩენების შე…საზღვაო კოდექსისაქართველოს სისხლის სა…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა