“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 291

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დაუმუშავებელი მშრალი ტყავი შეიფუთება ტილოს ტომრებში, ყუთებსა ან კოლოფებში.

2.მშრალი გლემურძი გადასაზიდად წარედგინება მკვრივ ტომრებში, პოლიმერული აფსკის ჩატანებით, ხოლო კირხსნარით დაკონსერვებული – გაუჟონავ კასრებში.

3.მატყლი, ჯაგარი, თმა, ბუმბული და გერმა გადასაზიდად წარდგენილ უნდა იქნეს რბილ ტარაში. ხოლო მატყლის სამრეცხაოში გასაგზავნ თითოეულ ტომარას უნდა ჰქონდეს ფაბრიკის მარკა.

4.მშრალი ნაწლავნედლეული და შარდის ბუშტი გადასაზიდად წარედგინება ყუთებსა ან ტომრებში, რომელიც შეფუთულია მკვრივ რბილ ტარაში. მშრალდამარილებული და დამარილებული ნაწლავნედლეული გადასაზიდად წარედგინება მყარ გაუჟონავ კასრებში.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1¹⁷191251604362942902616 (და…13 (დ…24 (დ…110291
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სამოქალაქო…საჯარო სამართლის იურიდ…საზღვაო კოდექსისაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა