1.სარეფრიჟერატორო ვაგონის სატვირთო სათავსი, გარე ჰაერის დადებითი ტემპერატურისას, ვაგონის ჩამოყენების წინ წინასწარ უნდა იყოს გაცი ვ ებული იმ ტვირთის ჩასატვირთად, რომელიც გადასაზიდად წარედგინება მინუს 10 და უფრო დაბალი (0 გრადუსამდე) ტემპერატურით. გაუცი ვ ებელი ტვირთის ჩატვირთვისას სატვირთო სათავსის წინასწარი გაცი ვ ება არ ხდება.
2.გარე ჰაერის უარყოფითი ტემპერატურისას იმ ტვირთის ჩატვირთვის წინ, რომელიც გათბობას მოითხოვს, სარეფრიჟერატორო ვაგონის სატვირთო სათავსს წინასწარ ათბობენ პლუს 6 გრადუსამდე.
3.ბანანის ჩატვირთვის წინ ჰაერის ტემპერატურა ვაგონის სატვირთო სათავსში აყვანილიუნდა იქნეს 12 გრადუსამდე.

