1.ფიზიკური პირისთვის გამოგზავნილი ტვირთი ტვირთმიმღებს გადაეცემა მხოლოდ პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთის წარმოდგენის შემდეგ, საგზაო უწყისში ტვირთის მიღების თარიღისა და საპასპორტო მონაცემების მითითებით (სერია‚ ნომერი‚ პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთის გამცემი ორგანოს დასახელება‚ გაცემის თარიღი და საცხოვრებელი ადგილი).
2.პირადი (ყოფითი) საჭიროებისთვის განკუთვნილი ტვირთი გაიცემა რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის წესის მოთხოვნათა დაცვით.
3.(ამოღებულია - 13.07. 20 17, №1-1/298).
4.(ამოღებულია - 13.07. 20 17, №1-1/298). საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 13 ივლისის ბრძანერბა №1-1/298 - ვებგვერდი, 13.07.2017 წ.

