“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 362

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ტვირთმიმღები ვალდებულია‚ მიიღოს მისი მისამართით მიტანილი ტვირთი.

2.ტვირთმიმღებს შეუძლია უარი განაცხადოს ტვირთის მიღებაზე მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.

3.თუ ტვირთი გაფუჭდა ტვირთმიმღების მიერ ტვირთის დაგვიანებით ჩადმოტვირთვა-გატანის ან მისასვლელ (სადგურის) ლიანდაგზე ვაგონების დაყოვნების გამო, მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის მიზეზით‚ აღნიშნული პირები პასუხს აგებენ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.დანიშნულების სადგურში მიტანილი ტვირთი და კონტეინერები‚ რომელიც გადმოიტვირთება და გაიცემა საერთო სარგებლობის ადგილებში‚ 24 საათის განმავლობაში უფასოდ ინახება დანიშნულების სადგურში.

5.თუ ვაგონები‚ მათ შორის‚ კონტეინერებით დატვირთული ვაგონები, ტვირთმიმღების საშუალებით გადმოსატვირთად მიწოდებულია სადგურის საერთო ან არასაერთო სარგებლობის ადგილებში ან მისასვლელ ლიანდაგზე, რკინიგზის ლოკომოტივით, მაშინ ვაგონების (კონტეინერების) გადაცემა ხდება უშუალოდ გადმოტვირთვის ადგილებში. თუ ვაგონები (კონტეინერები) ტვირთმიმღების მიერ გადმოიტვირთება იმ მისასვლელ ლიანდაგზე‚ რომელსაც ემსახურება სხვა პირთა ლოკომოტივი‚ მაშინ ვაგონები (კონტეინერები) გადაიცემა ხელშეკრულებით განსაზღვრულ სარკინიგზო გადასაყენებელ ლიანდაგზე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2651281531241526986846935774353362
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსისაქართველოს საჰაერო კო…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა