Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სარკინიგზო კოდექსიმუხლი 26

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 26. ტვირთის გაცემა

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:საზღვაო გადაზიდვების სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთი გაიცემა გადაზიდვის დოკუმენტებში მითითებულ ტვირთმიმღებზე, ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. ტვირთმიმღები ტვირთის მიღებას სათანადო მინდობილობის წარდგენის შემდეგ ადასტურებს საგზაო უწყისში ხელმოწერით.

2.თუ ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი არ იხდის ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურს, რკინიგზას უფლება აქვს დააკავოს ტვირთი და ამის შესახებ წერილობით შეატყობინოს ტვირთგამგზავნს, რომელიც ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან 4 დღე-ღამის განმავლობაში განკარგოს ტვირთი. თუ აღნიშნულ ვადაში გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი არ დაფარავს დავალიანებას, ხოლო ტვირთგამგზავნი არ განკარგავს ტვირთს, რკინიგზა უფლებამოსილია მოახდინოს დაკავებული ტვირთის რეალიზაცია. რეალიზაციას არ ექვემდებარება: ა) სახელმწიფო და თავდაცვითი დანიშნულების სპეციალური (მათ შორის, სამხედრო დანიშნულების) ტვირთი; ბ) ტვირთი, რომლის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდა ხორციელდება დანიშნულების რკინიგზის სადგურში ამ კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად; გ ) საბაჟო ორგანოსა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოების მიერ ჩამორთმეული ტვირთი და ის ტვირთი , რომლის მიღებაზედაც ტვირთმიმღებმა ( ტვირთგამგზავნმა ) ან ექსპედიტორმა უარი თქვა სახელმწიფოს სასარგებლოდ . ასეთ შემთხვევაში რკინიგზისათვის ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის ( სამუშაოს შესრულების ) საფასურის გადახდას უზრუნველყოფენ აღნიშნული ორგანოები ტვირთის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან .

3.თუ ტვირთმიმღებისათვის მიტანილია ტვირთი, რომლის სახელწოდება არ შეესაბამება ზედნადებში აღნიშნულ დასახელებას, ტვირთმიმღები ვალდებულია მიიღოს იგი რკინიგზის სადგურისგან და უზრუნველყოს მისი შენახვა ტვირთგამგზავნთან საკითხის მოგვარებამდე. თუ ტვირთმიმღები უარს განაცხადებს ტვირთის მიღებაზე, ტვირთგამგზავნი უფლებამოსილია, თვითონ განკარგოს ტვირთი ზედნადების პირველი პირის წარდგენის გარეშე. თუ ტვირთმიმღები არ მიიღებს ტვირთს, ხოლო ტვირთგამგზავნი არ განკარგავს მას, რკინიგზას უფლება აქვს, დაუყოვნებლივ გადმოტვირთოს ტვირთი და შეინახოს უფლებამოსილი პირის ხარჯზე. რკინიგზას შეუძლია უფლებამოსილი პირისგან მითითების მიღების დალოდების გარეშე გაყიდოს ტვირთი, თუ იგი მალფუჭებადია, თუ ტვირთის მდგომარეობა ამართლებს ამგვარ გადაწყვეტილებას ან თუ შენახვის ხარჯები აღემატება ტვირთის ღირებულებას. რკინიგზას შეუძლია სხვა შემთხვევებშიც გაყიდოს ტვირთი, თუ განსაზღვრული დროის განმავლობაში არც ერთი მხარისგან არ მიიღებს მითითებებს.

4.ტვირთმიმღებს უფლება აქვს უარი განაცხადოს ტვირთის მიღებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზიანების ან გაფუჭების შედეგად ტვირთის ხარისხი იმდენად გაუარესდა, რომ მისი დანიშნულებისამებრ სრული ან ნაწილობრივი გამოყენება შეუძლებელია.

5.თუ ტვირთი გაფუჭდა ტვირთმიმღების ან ექსპედიტორის მიერ ვაგონის (კონტეინერის) დროულად დაუცლელობის ან რკინიგზის სადგურიდან ტვირთის დროულად გაუტანლობის გამო ან ტვირთმიმღების მიზეზით სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე ან რკინიგზის სადგურზე ვაგონის დაყოვნების შედეგად, ქონებრივი პასუხისმგებლობა შესაბამისად ეკისრება ტვირთმიმღებს ან ექსპედიტორს.

6.საერთო სარგებლობის ადგილებზე ტვირთის მიღებისას ტვირთმიმღები ვალდებულია მიიღოს თავისი კუთვნილი ტვირთი და გაიტანოს რკინიგზის სადგურიდან.

7.ვაგონიდან (კონტეინერიდან) ტვირთის დაგვიანებით გადმოტვირთვის ან ტვირთმიმღების მიერ რკინიგზის სადგურიდან ტვირთის დაგვიანებით გატანის და ამ მიზეზებით რკინიგზის სადგურზე ტექნიკური სიძნელეების წარმოშობის შემთხვევაში ტვირთმიმღები ვალდებულია გადაუხადოს რკინიგზას გადმოტვირთული ტვირთის შენახვისა და ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკით“ დადგენილი ოდენობით. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414 საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4926 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.

რედაქციების შედარება

1. დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთი გაიცემა გადაზიდვის დოკუმენტებში მითითებულ ტვირთმიმღებზე, ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. ტვირთმიმღები ტვირთის მიღებას სათანადო მინდობილობის წარდგენის შემდეგ ადასტურებს საგზაო უწყისში ხელმოწერით. 2. თუ ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი არ იხდის ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურს, რკინიგზას უფლება აქვს დააკავოს ტვირთი და ამის შესახებ წერილობით შეატყობინოს ტვირთგამგზავნს, რომელიც ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან 4 დღე-ღამის განმავლობაში განკარგოს ტვირთი. თუ აღნიშნულ ვადაში გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი არ დაფარავს დავალიანებას, ხოლო ტვირთგამგზავნი არ განკარგავს ტვირთს, რკინიგზა უფლებამოსილია მოახდინოს დაკავებული ტვირთის რეალიზაცია. რეალიზაციას არ ექვემდებარება: ა) სახელმწიფო და თავდაცვითი დანიშნულების სპეციალური (მათ შორის, სამხედრო დანიშნულების) ტვირთი; ბ) ტვირთი, რომლის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდა ხორციელდება დანიშნულების რკინიგზის სადგურში ამ კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად; გ) საგადასახადო ორგანოებისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოების მიერ ჩამორთმეული ტვირთი და ის ტვირთი, რომლის მიღებაზედაც ტვირთმიმღებმა (ტვირთგამგზავნმა) ან ექსპედიტორმა უარი თქვა სახელმწიფოს სასარგებლოდ. ასეთ შემთხვევაში რკინიგზისათვის ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდას უზრუნველყოფენ აღნიშნული ორგანოები ტვირთის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან. 3. თუ ტვირთმიმღებისათვის მიტანილია ტვირთი, რომლის სახელწოდება არ შეესაბამება ზედნადებში აღნიშნულ დასახელებას, ტვირთმიმღები ვალდებულია მიიღოს იგი რკინიგზის სადგურისგან და უზრუნველყოს მისი შენახვა ტვირთგამგზავნთან საკითხის მოგვარებამდე. თუ ტვირთმიმღები უარს განაცხადებს ტვირთის მიღებაზე, ტვირთგამგზავნი უფლებამოსილია, თვითონ განკარგოს ტვირთი ზედნადების პირველი პირის წარდგენის გარეშე. თუ ტვირთმიმღები არ მიიღებს ტვირთს, ხოლო ტვირთგამგზავნი არ განკარგავს მას, რკინიგზას უფლება აქვს, დაუყოვნებლივ გადმოტვირთოს ტვირთი და შეინახოს უფლებამოსილი პირის ხარჯზე. რკინიგზას შეუძლია უფლებამოსილი პირისგან მითითების მიღების დალოდების გარეშე გაყიდოს ტვირთი, თუ იგი მალფუჭებადია, თუ ტვირთის მდგომარეობა ამართლებს ამგვარ გადაწყვეტილებას ან თუ შენახვის ხარჯები აღემატება ტვირთის ღირებულებას. რკინიგზას შეუძლია სხვა შემთხვევებშიც გაყიდოს ტვირთი, თუ განსაზღვრული დროის განმავლობაში არც ერთი მხარისგან არ მიიღებს მითითებებს. 4. ტვირთმიმღებს უფლება აქვს უარი განაცხადოს ტვირთის მიღებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზიანების ან გაფუჭების შედეგად ტვირთის ხარისხი იმდენად გაუარესდა, რომ მისი დანიშნულებისამებრ სრული ან ნაწილობრივი გამოყენება შეუძლებელია. 5. თუ ტვირთი გაფუჭდა ტვირთმიმღების ან ექსპედიტორის მიერ ვაგონის (კონტეინერის) დროულად დაუცლელობის ან რკინიგზის სადგურიდან ტვირთის დროულად გაუტანლობის გამო ან ტვირთმიმღების მიზეზით სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე ან რკინიგზის სადგურზე ვაგონის დაყოვნების შედეგად, ქონებრივი პასუხისმგებლობა შესაბამისად ეკისრება ტვირთმიმღებს ან ექსპედიტორს. 6. საერთო სარგებლობის ადგილებზე ტვირთის მიღებისას ტვირთმიმღები ვალდებულია მიიღოს თავისი კუთვნილი ტვირთი და გაიტანოს რკინიგზის სადგურიდან. 7. ვაგონიდან (კონტეინერიდან) ტვირთის დაგვიანებით გადმოტვირთვის ან ტვირთმიმღების მიერ რკინიგზის სადგურიდან ტვირთის დაგვიანებით გატანის და ამ მიზეზებით რკინიგზის სადგურზე ტექნიკური სიძნელეების წარმოშობის შემთხვევაში ტვირთმიმღები ვალდებულია გადაუხადოს რკინიგზას გადმოტვირთული ტვირთის შენახვისა და ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკით“ დადგენილი ოდენობით. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის   კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010წ., მუხ.414

წინა მუხლი 25შემდეგი მუხლი 27

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №17

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
4
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 22

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 27დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთის შენახვისა და გაცემის წესი
  • 25ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადა
  • 29ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) დანიშნულების ადგილზე მიტანის შეუძლებლობა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 689ტვირთის დაკარგვის პრეზუმფცია
  • 684გამგზავნის მითითებათა საფუძველზე წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურების უფლება
  • 681მიმღების უფლებები ტვირთის გადაცემისას

საზღვაო კოდექსი

  • 153—
  • 155—
  • 145—

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 70მიმღების მიერ ტვირთის მიუღებლობა ან დაგვიანებით მიღება
  • 69დანიშნულების ადგილზე ტვირთის მიღება

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25³ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2227252925³153155145689684681706926
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსისაქართველოს საჰაერო კო…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026