“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 355

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დანიშნულების სადგურში ტვირთმიმღებს ტვირთი გადაეცემა მას შემდეგ‚ რაც იგი გადაიხდის ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების საფასურს.

2.ტვირთის გაცემის დასტურია საგზაო უწყისში ტვირთმიმღების ხელმოწერა. იმ შემთხვევაში, თუ: ა) ტვირთი ჩამოიტვირთა რკინიგზის საშუალებით საერთო სარგებლობის ადგილებში – ტვირთის ფაქტობრივი გაცემის დასტურად და თარიღად მიიჩნევა დანიშნულების სადგურის უფლებამოსილი მუშაკის აღნიშვნა ზედნადების მეორე მხარეს‚ გრაფაში „ტვირთის გატანა“‚ ხოლო თუ ასეთი გრაფა არ არის – ანალოგიური აღნიშვნა გრაფაში „აღნიშვნები ტვირთის გაცემის შესახებ“. აღნიშვნა მოწმდება სადგურის შტემპელით; ბ) ტვირთი ჩამოიტვირთა ტვირთმიმღების საშუალებით საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში, ან ვაგონები ჩამოყენებულია რკინიგზის ლოკომოტივით რკინიგზის მისასვლელი ლიანდაგის გადმოტვირთვის ადგილებში – ტვირთის ფაქტობრივი გაცემის დასტურია ტვირთმიმღების ხელმოწერა მიმღებ-ჩამბარებლის სამახსოვროს შესაბამის გრაფაში; გ) ვაგონის მიწოდება-გამოყვანა რკინიგზის მისასვლელ ლიანდაგზე გადმოტვირთვისას განხორციელდა იმ ლოკომოტივით, რომელიც რკინიგზას არ ეკუთვნის – ტვირთის ფაქტობრივი გაცემის დასტურია ტვირთმიმღების ხელმოწერა მიმღებ-ჩამბარებლის სამახსოვროს შესაბამის გრაფაში.

3.იმ ვაგონების (კონტეინერების) გადაცემისას‚ რომელშიც მოთავსებული ტვირთი ექვემდებარება გაცემას რკინიგზის მონაწილეობით‚ მიმღებ-ჩამბარებლის სამახსოვროში ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მეორე დოკუმენტში აღინიშნება გარემოება‚ რომელიც ადასტურებს რკინიგზის მონაწილეობის აუცილებლობას ტვირთის გაცემაში (საერთო ფორმის აქტი‚ კომერციული აქტი). ამ შემთხვევაში, ტვირთის ფაქტობრივი გაცემის დასტურია რკინიგზის წარმომადგენლის აღნიშვნა ზედნადებში, ამ წესებით გათვალისწინებული ტვირთის გაცემის შედეგის შესახებ. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №1-1/1524 – სსმ III, №4, 10.01.2007წ., მუხ.30

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26272214814968368168469376118378355
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საჰაერო კო…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა