“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 375

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დამატებითი გადაზიდვის დოკუმენტებით გადაზიდული ტვირთი გაიცემა: ა) ძირითადი გადაზიდვის დოკუმენტებით მიტანილი ტვირთის ნაწილი – საგზაო უწყისში ხელწერილით, ტვირთმიმღებისთვის ზედნადებისა და ტვირთის დანაკლისის თაობაზე კომერციული აქტის გადაცემით; ბ) დამატებითი გადაზიდვის დოკუმენტებით მიტანილი ტვირთის ნაკლული ნაწილი – დამატებით საგზაო უწყისში ხელწერილით, ტვირთმიმღების მიერ ძირითადი ზედნადებისა და კომერციული აქტის წარდგენით. ამ შემთხვევაში‚ კომერციულ აქტს იტოვებს სადგური.

2.საბოლოო ანგარიშსწორება გადაზიდვისთვის წარმოებს ძირითადი ზედნადების მიხედვით. დამატებითი დოკუმენტებით მიტანილი ტვირთის გაცემის შესახებ სადგური აკეთებს აღნიშვნას ძირითად ზედნადებში.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
125249120365155674702677376118431375
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსისაქართველოს სარკინიგზო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა