1.დანიშნულების სადგურში დამატებითი საგზაო უწყისით მიტანილი ტვირთი ტვირთმიმღებს გადაეცემა მისთვის გაცემული კომერციული აქტისა და გაგზავნის ზედნადების წარდგენის შემდეგ , ტვირთის გაცემის წესის შესაბამისად .
2.დანიშნულების სადგური კომერციული აქტის ყველა ეგზემპლარსა და გაგზავნის ზედნადებში ვალდებულია , მიუთითოს ტვირთის მიტანის შესახებ დამატებითი საგზაო უწყისით , უწყისისა და ვაგონის ნომრის , ტვირთის ჩატვირთვის გამფორმებელი სადგურის , დატვირთვის გაფორმებისა და ტვირთმიმღებისთვის ტვირთის გაცემის თარიღის აღნიშვნით .
3.ბოლო ვაგონის მოსვლის შემდეგ , რომელიც კომერციულ აქტში არშემოსულად არის აღნიშნული , ტვირთმიმღები კომერციულ აქტს შესანახად უბრუნებს სადგურს .
4.ძირითადი გზავნილის ტვირთზე ადრე დამატებითი საგზაო უწყისით მიტანილი ტვირთი გაიცემა ამ უწყისში ტვირთმიმღების ხელმოწერით . ძირითადი გზავნილის ტვირთის მიტანისას კომერციული აქტი არ დგება .

