“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 376

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ ძირითადი გადაზიდვის დოკუმენტებიან ტვირთზე ადრე დანიშნულების სადგურში მიტანილია დამატებითი გადაზიდვის დოკუმენტებიანი ტვირთი, მაშინ ტვირთის მიტანილი ნაწილი ტვირთმიმღებს გადაეცემა დამატებით საგზაო უწყისზე ხელწერილით. ამ შემთხვევაში‚ ტვირთის მიმღები სადგური ვალდებულია, გასცეს ცნობა იმის თაობაზე‚ რომ ტვირთის მიღებული ნაწილი ტვირთმიმღებს ჩაეთვლება ძირითადი გზავნილის ანგარიშში. ეს ცნობა ინახება სადგურში.

2.თუ ტვირთის მიღების ქვითრის თანახმად ტვირთის მთელი მოცულობა მიღებულია დამატებითი გადაზიდვის დოკუმენტებით, მაშინ სადგური, ამ ქვითრის საფუძველზე, დაკარგულის ნაცვლად ადგენს ზედნადებისა და საგზაო უწყისის ასლებს და გასცემს ტვირთს ამ წესების შესაბამისად.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2612151201537026766746911837548376
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსისაქართველოს საჰაერო კო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა