“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 383

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ტვირთმიმღების საშუალებით საერთო სარგებლობის ადგილებში ტვირთის ჩამოტვირთვისას, ვაგონების (კონტეინერების) გადმოცლისა და დასუფთავების შემდეგ დარჩენილი ნაგავი, აგრეთვე ტვირთის სამაგრის, შეფუთვისა და სხვა მასალის ნარჩენები ტვირთმიმღებმა უნდა გაიტანოს სადგურიდან ტვირთთან ერთად.

2.ტვირთმიმღების მიერ მყრალი და ვაგონის დამბინძურებელი ტვირთის ჩამოტვირთვის შემდეგ, რომელიც სპეციალიზებულ და წრიულ (დახშულ) მარშრუტებად შედგენილ დახურულ ვაგონებში შეფუთულად გადაიზიდა, მიუხედავად მათი კუთვნილებისა, უნდა გარეცხოს ტვირთმიმღებმა. იმ ტვირთის ნუსხა, რომლის ჩამოტვირთვის შემდეგ დახურული ვაგონი უნდა გაირეცხოს, მოცემულია ამ წესების დანართში. თუ არამარცვლეული ტვირთი გადაიზიდა მარცვლეულმზიდ ვაგონში, მისი ჩამოტვირთვის შემდეგ ვაგონის გარეცხვა ასევე სავალდებულოა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
282014384380381719 (დ…20 (დ…383
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…“რკინიგზით ტვირთის გად…მუნიციპალური ნარჩენები…ნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა