Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სარკინიგზო კოდექსიმუხლი 28

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 28. რკინიგზისა და ტვირთმიმღების მოვალეობები ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ ვაგონი (კონტეინერი) უნდა გაიწმინდოს შიგნიდან და გარედან, ჩამოიხსნას მოსახსნელი სამაგრი მოწყობილობები, წესრიგში იქნეს მოყვანილი მოუხსნელი სამაგრი მოწყობილობები, მათ შორის, ტურნიკები, დაიკეტოს კარები და ლუკები. ამ ვალდებულებების შესრულებას უზრუნველყოფს: ა) რკინიგზა, თუ ტვირთი გადმოიტვირთა რკინიგზის საშუალებებით; ბ) ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი, თუ ტვირთი გადმოიტვირთა მისი საშუალებებით.

2.ვაგონის (კონტეინერის) გაწმენდას, გარეცხვას და ცხოველების, ფრინველების, ნედლი ცხოველური პროდუქტებისა და მალფუჭებადი ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ მის დეზინფექციას ახორციელებს რკინიგზა ტვირთმიმღების ხარჯით, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.

3.„რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ განსაზღვრული, სპეციფიკური სუნის მქონე და გამაჭუჭყიანებელი ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ ვაგონი (კონტეინერი) უნდა გარეცხოს ტვირთმიმღებმა. თუ ტვირთმიმღებს არ გააჩნია ვაგონის (კონტეინერის) გარეცხვის შესაძლებლობა, მას ხელშეკრულების საფუძველზე რეცხავს რკინიგზა.

4.ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებამდე რკინიგზას უფლება აქვს, ტვირთმიმღებისაგან არ მიიღოს ვაგონი (კონტეინერი). ამ შემთხვევაში ტვირთმიმღები ვალდებულია გადაიხადოს ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური მისი დაყოვნების მთელი დროისათვის.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ ვაგონი (კონტეინერი) უნდა გაიწმინდოს შიგნიდან და გარედან, ჩამოიხსნას მოსახსნელი სამაგრი მოწყობილობები, წესრიგში იქნეს მოყვანილი მოუხსნელი სამაგრი მოწყობილობები, მათ შორის, ტურნიკები, დაიკეტოს კარები და ლუკები. ამ ვალდებულებების შესრულებას უზრუნველყოფს: ა) რკინიგზა, თუ ტვირთი გადმოიტვირთა რკინიგზის საშუალებებით; ბ) ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი, თუ ტვირთი გადმოიტვირთა მისი საშუალებებით. 2. ვაგონის (კონტეინერის) გაწმენდას, გარეცხვას და ცხოველების, ფრინველების, ნედლი ცხოველური პროდუქტებისა და მალფუჭებადი ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ მის დეზინფექციას ახორციელებს რკინიგზა ტვირთმიმღების ხარჯით, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად. 3. „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ განსაზღვრული, სპეციფიკური სუნის მქონე და გამაჭუჭყიანებელი ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ ვაგონი (კონტეინერი) უნდა გარეცხოს ტვირთმიმღებმა. თუ ტვირთმიმღებს არ გააჩნია ვაგონის (კონტეინერის) გარეცხვის შესაძლებლობა, მას ხელშეკრულების საფუძველზე რეცხავს რკინიგზა. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებამდე რკინიგზას უფლება აქვს, ტვირთმიმღებისაგან არ მიიღოს ვაგონი (კონტეინერი). ამ შემთხვევაში ტვირთმიმღები ვალდებულია გადაიხადოს ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური მისი დაყოვნების მთელი დროისათვის.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 27შემდეგი მუხლი 29

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №17

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 51

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 20სატრანსპორტო საშუალებათა გამოყოფა და ტვირთის გადასაზიდად წარდგენა
  • 45რკინიგზის პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალებათა გამოუყოფლობისათვის და ტვირთგამგზავნის პასუხისმგებლობა მიწოდებულ სატრანსპორტო საშუალებათა გამოუყენებლობისათვის
  • 14ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა და დახარისხება

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 9 (დანართი 1)
  • 7 (დანართი 1)

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 7ნარჩენების

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 676გადამზიდველის ვალდებულება ტვირთის მიღებისას
  • 684გამგზავნის მითითებათა საფუძველზე წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურების უფლება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 107რკინიგზის სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის წესების დარღვევა

საზღვაო კოდექსი

  • 153

„მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 19 (დანართი 1)ტრანსპორტირება და გადამტვირ თავ ი სადგურები

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 74საქონლის გადმოტვირთვა და გახსნა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
512045141071536766849 (და…7 (და…719 (დ…7428
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…სახელმწიფო საზღვრის რე…ნარჩენების მართვის კოდ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026