1.ტვირთის გადმოცლის შემდეგ ვაგონები (კონტეინერები) უნდა გაიწმინდოს შიგნიდან და გარედან, მოეხსნას ტვირთის დასამაგრებელი მოსახსნელი სამარჯვები, აგრეთვე წესრიგში იქნეს მოყვანილი არამოსახსნელი სამაგრი ინვენტარული სამარჯვები, მათ შორის ტურნიკეტები. ამ სამუშაოს ასრულებს ტვირთის ჩამომტვირთავი მხარე.
2.ვაგონი (კონტეინერი), ცისტერნებისა და ბუნკერული ნახევარვაგონების გარდა, დასუფთავებულად ითვლება, თუ ტვირთის გადმოცლის შემდეგ მოცილებულია დასატვირთად და ტვირთის გასამაგრებლად გამოყენებული მოსახსნელი სამარჯვები და მასალა, აგრეთვე, თუ ვაგონის (კონტეინერის) შიგნით და გარეთ, მათ შორის, ვაგონის კოჭებსა და ლ ი უკის სახურავზე, არ არის ტვირთის გროვა და იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა ტვირთის ჩასატვირთად.
3.ცისტერნები და ბუნკერული ნახევარვაგონები დასუფთავებულად ითვლება, თუ ვაგონის ქვაბისა და ბუნკერის შიდა ზედაპირიდან მოცილებულია ტვირთის ნარჩენები. ამ შემთხვევაში, ზედა გადმოსასხმელიან ცისტერნიდან გადმოსხმის შემდეგ ტვირთის გადმოუსხმელი ნარჩენი შეიძლება შეადგენდეს არა უმეტეს 1 სმ-ს ხუფის ქვეშ გაზომვით.

