“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 406

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.რკონიგზის ლოკომოტივით მომსახურებისას ვაგონების მიღება და ჩაბარება ხორციელდება დატვირთვა-გადმოტვირთვის ადგილებში‚ ხოლო, თუ მისასვლელ ლიანდაგს ემსახურება მოსარგებლის ლოკომოტივი – გადასაყენებელ სარკინიგზო ლიანდაგზე.

2.ამ თავის მიზნიდან გამომდინარე, დატვირთვა-გადმოტვირთვის ადგილს წარმოადგენს მისასვლელი ლიანდაგის ის ნაწილი‚ რომელიც ემიჯნება დახურულ ან ღია საწყობს და განკუთვნილია ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის.

3.დატვირთა-გადმოტვირთვის ადგილებში მისაწოდებელი ვაგონების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება სასაწყობო და მისასვლელი ლიანდაგის დასატვირთ-გადმოსატვირთი მარგი სიგრძით.

4.ვაგონების ჩაბარებისას გადასაყენებელ სარკინიგზო ლიანდაგზე, ჩამოსაყენებელი ვაგონების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება ამ ლიანდაგის მარგი სიგრძის მიხედვით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
30318106107405411409394027 (დ…406
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა