Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სარკინიგზო კოდექსიმუხლი 30

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 30. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალიტრანსპორტიდაბინძურების კონტროლისატრანსპორტო საშუალებების შეფასებაპიროვნული დაზიანება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი წარმოადგენს ცალკეულ პირთა მომსახურებისათვის განკუთვნილ ლიანდაგს, რომელიც სარკინიგზო ქსელთან დაკავშირებულია უწყვეტი რელსის ლიანდით და რკინიგზის, ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან სხვა პირის მფლობელობაშია.

2.სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მიერთება სარკინიგზო ქსელთან ხორციელდება რკინიგზის ნებართვით.

3.სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგისა და ვაგონის (კონტეინერის) დატვირთვისთვის, გადმოტვირთვისა და გაწმენდისთვის განკუთვნილი მოწყობილობების მშენებლობა და რეკონსტრუქცია ხორციელდება რკინიგზასთან შეთანხმებით.

4.სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის სალიანდაგო მოწყობილობებისა და ტექნიკური ნაგებობების კონსტრუქცია და მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლო მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგზე ვაგონის (კონტეინერის) გატარებას ტექნიკური დატვირთვის დადგენილი ნორმების შესაბამისად, ხოლო ამ ლიანდაგის რკინიგზის ლოკომოტივით მომსახურებისას – რკინიგზის მიერ გამოყოფილი ლოკომოტივის გატარებას.

5.სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი ტექნიკური მომსახურებისათვის შეიძლება გადაეცეს რკინიგზას შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

6.ახალაშენებული სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის საექსპლუატაციოდ გადაცემა და ამ ლიანდაგზე რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის მიწოდება დასაშვებია, თუ მას საექსპლუატაციოდ მიიღებს რკინიგზისა და ლიანდაგის მფლობელის წარმომადგენლებისაგან შემდგარი კომისია.

7.თითოეულ სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგს უნდა ჰქონდეს ტექნიკური პასპორტი, ხელოვნური ნაგებობების ნახაზი, გეგმა და გრძივი პროფილი.

8.სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი, მისი ტექნიკური ნაგებობა და მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს ტვირთის რიტმულ დატვირთვა-გადმოტვირთვას, სამანევრო სამუშაოების განხორციელებას გადაზიდვის მოცულობის შესაბამისად და მოძრავი შემადგენლობის რაციონალურ გამოყენებასა და დაცულობას.

9.არსებულ სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგთან მშენებარე სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მიერთებისათვის საჭიროა: ა) რკინიგზის ნებართვა, თუ სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი ეკუთვნის რკინიგზას; ბ) იმ პირის ნებართვა რკინიგზასთან წინასწარი შეთანხმებით, რომელსაც ეკუთვნის სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი. საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4853 - სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.176 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6968 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი წარმოადგენს ცალკეულ პირთა მომსახურებისათვის განკუთვნილ ლიანდაგს, რომელიც სარკინიგზო ქსელთან დაკავშირებულია უწყვეტი რელსის ლიანდით და რკინიგზის, ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან სხვა პირის მფლობელობაშია. 2. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მიერთება სარკინიგზო ქსელთან ხორციელდება რკინიგზის ნებართვით. 3. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგისა და ვაგონის (კონტეინერის) დატვირთვისთვის, გადმოტვირთვისა და გაწმენდისთვის განკუთვნილი მოწყობილობების მშენებლობა და რეკონსტრუქცია ხორციელდება რკინიგზასთან შეთანხმებით. 4. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის სალიანდაგო მოწყობილობებისა და ტექნიკური ნაგებობების კონსტრუქცია და მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლო მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგზე ვაგონის (კონტეინერის) გატარებას ტექნიკური დატვირთვის დადგენილი ნორმების შესაბამისად, ხოლო ამ ლიანდაგის რკინიგზის ლოკომოტივით მომსახურებისას – რკინიგზის მიერ გამოყოფილი ლოკომოტივის გატარებას. 5. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი ტექნიკური მომსახურებისათვის შეიძლება გადაეცეს რკინიგზას შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. 6. ახალაშენებული სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის საექსპლუატაციოდ გადაცემა და ამ ლიანდაგზე რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის მიწოდება დასაშვებია, თუ მას საექსპლუატაციოდ მიიღებს რკინიგზისა და ლიანდაგის მფლობელის წარმომადგენლებისაგან შემდგარი კომისია. 7. თითოეულ სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგს უნდა ჰქონდეს ტექნიკური პასპორტი, ხელოვნური ნაგებობების ნახაზი, გეგმა და გრძივი პროფილი. 8. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი, მისი ტექნიკური ნაგებობა და მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს ტვირთის რიტმულ დატვირთვა-გადმოტვირთვას, სამანევრო სამუშაოების განხორციელებას გადაზიდვის მოცულობის შესაბამისად და მოძრავი შემადგენლობის რაციონალურ გამოყენებასა და დაცულობას. 9. არსებულ სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგთან მშენებარე სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მიერთებისათვის საჭიროა: ა) რკინიგზის ნებართვა, თუ სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი ეკუთვნის რკინიგზას; ბ) იმ პირის ნებართვა რკინიგზასთან წინასწარი შეთანხმებით, რომელსაც ეკუთვნის სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი. საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4853 - სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.176 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6968 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 29შემდეგი მუხლი 31

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • რკინიგზის გადასასვლელის ავარია3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის შეფასებასერვისის გვერდი
  • სარკინიგზო სამართალისერვისის გვერდი
  • სარკინიგზო სამართალისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №17

  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 31სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაცია
  • 8რკინიგზის მიერ გადაყვანა-გადაზიდვის სატრანსპორტო საშუალებები და მოწყობილობები
  • 5რკინიგზის მფლობელობაში არსებული მიწა

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 34მოძრაობა რკინიგზის ლიანდაგებზე

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 39რკინიგზის გადასასვლელი
  • 40სალიანდაგო სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული სპეციალური წესები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 106რკინიგზის ტრანსპორტზე მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა
  • 134გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დადგენილი წესების დარღვევა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 580⁷„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების ლიზინგის გამცემისთვის მფლობელობაში დაბრუნება

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 7 (დანართი 1)
  • 27 (დანართი 1)

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 67²საერთაშორისო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
318534106134580⁷39407 (და…27 (დ…67²30
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საგზაო მოძრაობის უსაფრ…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026