Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სარკინიგზო კოდექსიმუხლი 31

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 31. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაცია

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალიტრანსპორტიდაბინძურების კონტროლიპიროვნული დაზიანებასატრანსპორტო საშუალებების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516171819202122

1.რკინიგზისა და სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის ურთიერთობა ხორციელდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.

2.საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგზე იმ მოძრავი შემადგენლობის გასვლის წესს, რომელიც რკინიგზას არ ეკუთვნის, ადგენს რკინიგზა.

3.პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგზე მატარებლების მოძრაობასთან, სამანევრო სამუშაოებთან, ტვირთის დატვირთვა-დამაგრებასა და გადმოტვირთვასთან, უნდა ჰქონდეს რკინიგზის მიერ გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს მისი კვალიფიკაციის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან.

4.რკინიგზის წარმომადგენელს უფლება აქვს, სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის მონაწილეობით შეამოწმოს მოძრაობის უსაფრთხოება, მოძრავი შემადგენლობისა და კონტეინერის დაცულობა და სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მდგომარეობა.

5.სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე გაუმართავობის გამოვლენისას, რომელიც საფრთხეს უქმნის მოძრაობას, მოძრავი შემადგენლობის, გადასაზიდი ტვირთისა და ვაგონის (კონტეინერის) დაცულობას, რკინიგზის წარმომადგენელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი. ამ აქტის საფუძველზე რკინიგზის სადგურის უფროსი ან მოძრაობის უსაფრთხოების რევიზორი გაუმართავობის აღმოფხვრამდე კრძალავს აქტში მითითებულ ლიანდაგზე (ლიანდაგის მონაკვეთზე) მოძრავი შემადგენლობის მიწოდებას. ასეთ შემთხვევაში ვაგონის (კონტეინერის) მიწოდების ან გამოყვანის დაყოვნების, აგრეთვე ტვირთის შენახვის, დაცვისა და გადაზიდვის შესახებ მიღებული განაცხადის შეუსრულებლობის გამო ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის (მისი მონაკვეთის) მფლობელს.

6.თუ ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) სამანევრო საშუალებების მფლობელია, თავის სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე ვაგონის (კონტეინერის) მიწოდება-გამოყვანასა და სამანევრო სამუშაოებს იგი ახორციელებს საკუთარი სამანევრო საშუალებებით მიღება-ჩაბარების ლიანდაგიდან, ხოლო თუ ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) არ ფლობს სამანევრო საშუალებებს, ვაგონის (კონტეინერის) მიწოდება-გამოყვანასა და სამანევრო სამუშაოების შესრულებას იგი უზრუნველყოფს რკინიგზის სამანევრო საშუალებებით, რისთვისაც იხდის გადაზიდვის ხელშეკრულებით დადგენილ საფასურს.

7.რკინიგზის კუთვნილ სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე რკინიგზისა და ლიანდაგისპირა საწყობებისა და სატვირთო ბაქნების მქონე პირების ურთიერთობა წესრიგდება ვაგონის (კონტეინერის) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებით, რომლის ტიპობრივი ფორმა და რეკვიზიტები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ . ვაგონის (კონტეინერის) მიწოდება-გამოყვანა და სამანევრო სამუშაოები ხორციელდება რკინიგზის ლოკომოტივის მეშვეობით, გადაზიდვის ხელშეკრულებით დადგენილი საფასურით.

8.პირი თავის ტერიტორიაზე არსებული სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ნაგვისა და თოვლისაგან გაწმენდასა და განათებას ახორციელებს საკუთარი ხარჯით.

9.სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებები იდება რკინიგზის სადგურისა და მასთან მიერთებული სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მუშაობის ტექნიკური პროცესის ან ერთიანი ტექნიკური პროცესის გათვალისწინებით. ამ ხელშეკრულებებით დგინდება ვაგონის (კონტეინერის) მიწოდება-გამოყვანის წესი.

10.იმ ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მომსახურების წესი, რომელსაც სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ფარგლებში ჰყავს ერთი ან რამდენიმე ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) – კონტრაჰენტი და აქვს თავისი საწყობები ან მასთან მიერთებული სარკინიგზო ლიანდაგები, განისაზღვრება უშუალოდ კონტრაჰენტსა და იმ ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) შორის დადებული ხელშეკრულებით, რომელსაც ეკუთვნის სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი და ამ ლიანდაგის მომსახურე სამანევრო საშუალებები. ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების საფასური არ უნდა აღემატებოდეს რკინიგზის მიერ ანალოგიური მომსახურებისთვის დადგენილ საფასურს.

11.რკინიგზის მიერ თავისი სამანევრო საშუალებებით სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მომსახურებისას რკინიგზასა და კონტრაჰენტს შორის იდება ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულება. ვაგონის (კონტეინერის) მიწოდება-გამოყვანისა და სამანევრო სამუშაოების შესრულებისათვის კონტრაჰენტი იხდის დადგენილ საფასურს.

12.სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მფლობელ პირს, ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) და კონტრაჰენტს ეკისრებათ ქონებრივი პასუხისმგებლობა სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე მოძრავი შემადგენლობის დაზიანებისა და უსაფრთხოების წესების დაუცველობისათვის. ტვირთის გადაზიდვისას სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მფლობელი და კონტრაჰენტი სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და მათ ეკისრებათ თანაბარი პასუხისმგებლობა.

13.თუ ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მფლობელია, მისი თანხმობით რკინიგზას უფლება აქვს, სამანევრო სამუშაოების შესრულებისა და ვაგონების (კონტეინერების) დროებითი განლაგების ხელშეკრულების შესაბამისად გამოიყენოს მისი კუთვნილი სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი.

14.გასხვისების ზოლში განლაგებულ სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე პირების მიერ დაკავებული მიწის ფართობისა და ამ ლიანდაგის შენახვის ხარჯი განისაზღვრება სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებებით და რკინიგზას უნაზღაურდება ამ ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად.

15.რკინიგზისაგან მიღებული დატვირთული და დაცლილი ვაგონის (კონტეინერის) დაცვა სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე ხორციელდება მიმღები მხარის საშუალებებითა და ხარჯით.

16.სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე ვაგონის (კონტეინერის) ყოფნის დრო გამოითვლება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.

17.რკინიგზის სამანევრო საშუალებებით სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მომსახურებისას ვაგონის (კონტეინერის) დატვირთვა-გადმოტვირთვის დრო გამოითვლება ვაგონის (კონტეინერის) დატვირთვა-გადმოტვირთვის ადგილზე მისი ფაქტობრივი მიწოდების მომენტიდან რკინიგზის სადგურის მიერ ტვირთგამგზავნისაგან (ტვირთმიმღებისაგან) ვაგონის (კონტეინერის) გასაყვანად მზადყოფნის შესახებ შეტყობინების მიღების მომენტამდე.

18.ვაგონის (კონტეინერის) ყოფნის დრო იმ სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე, რომელსაც არ ემსახურება რკინიგზის სამანევრო საშუალებები, გამოითვლება ამ ვაგონის (კონტეინერის) გადაცემის მომენტიდან იმ ლიანდაგზე დაბრუნების მომენტამდე, რომელზედაც მხარეთა შორის ხორციელდება მისი მიღება-ჩაბარება.

19.ვაგონის (კონტეინერის) სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე და ამ ლიანდაგიდან გადაცემის პირობები, ტვირთის მიწოდების ადგილი და წესი განისაზღვრება ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებით.

20.ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) და რკინიგზას უფლება არა აქვთ, საკუთარი ტვირთის გადასაზიდად, შესანახად და დასატვირთად მფლობელის უნებართვოდ გამოიყენონ ის ვაგონი (კონტეინერი), რომელიც მათ არ ეკუთვნის.

21.სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებები იდება არანაკლებ 3 წლის ვადით.

22.რკინიგზის სადგურისა და სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ტექნიკური აღჭურვილობის ან მუშაობის ტექნოლოგიის შეცვლის შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ, სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებები მათი მოქმედების ვადის გასვლამდე შეცვალონ მთლიანად ან ნაწილობრივ. თავი IV. რკინიგზის მიერ ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვა სხვა სახეობის ტრანსპორტის მონაწილეობით

რედაქციების შედარება

1. რკინიგზისა და სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის ურთიერთობა ხორციელდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად .შესაბამისად. 2. საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგზე იმ მოძრავი შემადგენლობის გასვლის წესს, რომელიც რკინიგზას არ ეკუთვნის, ადგენს რკინიგზა. 3. პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგზე მატარებლების მოძრაობასთან, სამანევრო სამუშაოებთან, ტვირთის დატვირთვა-დამაგრებასა და გადმოტვირთვასთან, უნდა ჰქონდეს რკინიგზის მიერ გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს მისი კვალიფიკაციის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან. 4. რკინიგზის წარმომადგენელს უფლება აქვს, სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის მონაწილეობით შეამოწმოს მოძრაობის უსაფრთხოება, მოძრავი შემადგენლობისა და კონტეინერის დაცულობა და სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მდგომარეობა. 5. სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე გაუმართავობის გამოვლენისას, რომელიც საფრთხეს უქმნის მოძრაობას, მოძრავი შემადგენლობის, გადასაზიდი ტვირთისა და ვაგონის (კონტეინერის) დაცულობას, რკინიგზის წარმომადგენელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი. ამ აქტის საფუძველზე რკინიგზის სადგურის უფროსი ან მოძრაობის უსაფრთხოების რევიზორი გაუმართავობის აღმოფხვრამდე კრძალავს აქტში მითითებულ ლიანდაგზე (ლიანდაგის მონაკვეთზე) მოძრავი შემადგენლობის მიწოდებას. ასეთ შემთხვევაში ვაგონის (კონტეინერის) მიწოდების ან გამოყვანის დაყოვნების, აგრეთვე ტვირთის შენახვის, დაცვისა და გადაზიდვის შესახებ მიღებული განაცხადის შეუსრულებლობის გამო ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის (მისი მონაკვეთის) მფლობელს. 6. თუ ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) სამანევრო საშუალებების მფლობელია, თავის სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე ვაგონის (კონტეინერის) მიწოდება-გამოყვანასა და სამანევრო სამუშაოებს იგი ახორციელებს საკუთარი სამანევრო საშუალებებით მიღება-ჩაბარების ლიანდაგიდან, ხოლო თუ ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) არ ფლობს სამანევრო საშუალებებს, ვაგონის (კონტეინერის) მიწოდება-გამოყვანასა და სამანევრო სამუშაოების შესრულებას იგი უზრუნველყოფს რკინიგზის სამანევრო საშუალებებით, რისთვისაც იხდის გადაზიდვის ხელშეკრულებით დადგენილ საფასურს. 7. რკინიგზის კუთვნილ სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე რკინიგზისა და ლიანდაგისპირა საწყობებისა და სატვირთო ბაქნების მქონე პირების ურთიერთობა წესრიგდება ვაგონის (კონტეინერის) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებით, რომლის ტიპობრივი ფორმა და რეკვიზიტები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ .წესებით“. ვაგონის (კონტეინერის) მიწოდება-გამოყვანა და სამანევრო სამუშაოები ხორციელდება რკინიგზის ლოკომოტივის მეშვეობით, გადაზიდვის ხელშეკრულებით დადგენილი საფასურით. 8. პირი თავის ტერიტორიაზე არსებული სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ნაგვისა და თოვლისაგან გაწმენდასა და განათებას ახორციელებს საკუთარი ხარჯით. 9. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებები იდება რკინიგზის სადგურისა და მასთან მიერთებული სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მუშაობის ტექნიკური პროცესის ან ერთიანი ტექნიკური პროცესის გათვალისწინებით. ამ ხელშეკრულებებით დგინდება ვაგონის (კონტეინერის) მიწოდება-გამოყვანის წესი. 10. იმ ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მომსახურების წესი, რომელსაც სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ფარგლებში ჰყავს ერთი ან რამდენიმე ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) – კონტრაჰენტი და აქვს თავისი საწყობები ან მასთან მიერთებული სარკინიგზო ლიანდაგები, განისაზღვრება უშუალოდ კონტრაჰენტსა და იმ ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) შორის დადებული ხელშეკრულებით, რომელსაც ეკუთვნის სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი და ამ ლიანდაგის მომსახურე სამანევრო საშუალებები. ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების საფასური არ უნდა აღემატებოდეს რკინიგზის მიერ ანალოგიური მომსახურებისთვის დადგენილ საფასურს. 11. რკინიგზის მიერ თავისი სამანევრო საშუალებებით სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მომსახურებისას რკინიგზასა და კონტრაჰენტს შორის იდება ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულება. ვაგონის (კონტეინერის) მიწოდება-გამოყვანისა და სამანევრო სამუშაოების შესრულებისათვის კონტრაჰენტი იხდის დადგენილ საფასურს. 12. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მფლობელ პირს, ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) და კონტრაჰენტს ეკისრებათ ქონებრივი პასუხისმგებლობა სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე მოძრავი შემადგენლობის დაზიანებისა და უსაფრთხოების წესების დაუცველობისათვის. ტვირთის გადაზიდვისას სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მფლობელი და კონტრაჰენტი სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და მათ ეკისრებათ თანაბარი პასუხისმგებლობა. 13. თუ ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მფლობელია, მისი თანხმობით რკინიგზას უფლება აქვს, სამანევრო სამუშაოების შესრულებისა და ვაგონების (კონტეინერების) დროებითი განლაგების ხელშეკრულების შესაბამისად გამოიყენოს მისი კუთვნილი სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი. 14. გასხვისების ზოლში განლაგებულ სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე პირების მიერ დაკავებული მიწის ფართობისა და ამ ლიანდაგის შენახვის ხარჯი განისაზღვრება სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებებით და რკინიგზას უნაზღაურდება ამ ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად. 15. რკინიგზისაგან მიღებული დატვირთული და დაცლილი ვაგონის (კონტეინერის) დაცვა სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე ხორციელდება მიმღები მხარის საშუალებებითა და ხარჯით. 16. სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე ვაგონის (კონტეინერის) ყოფნის დრო გამოითვლება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად .შესაბამისად. 17. რკინიგზის სამანევრო საშუალებებით სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მომსახურებისას ვაგონის (კონტეინერის) დატვირთვა-გადმოტვირთვის დრო გამოითვლება ვაგონის (კონტეინერის) დატვირთვა-გადმოტვირთვის ადგილზე მისი ფაქტობრივი მიწოდების მომენტიდან რკინიგზის სადგურის მიერ ტვირთგამგზავნისაგან (ტვირთმიმღებისაგან) ვაგონის (კონტეინერის) გასაყვანად მზადყოფნის შესახებ შეტყობინების მიღების მომენტამდე. 18. ვაგონის (კონტეინერის) ყოფნის დრო იმ სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე, რომელსაც არ ემსახურება რკინიგზის სამანევრო საშუალებები, გამოითვლება ამ ვაგონის (კონტეინერის) გადაცემის მომენტიდან იმ ლიანდაგზე დაბრუნების მომენტამდე, რომელზედაც მხარეთა შორის ხორციელდება მისი მიღება-ჩაბარება. 19. ვაგონის (კონტეინერის) სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე და ამ ლიანდაგიდან გადაცემის პირობები, ტვირთის მიწოდების ადგილი და წესი განისაზღვრება ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებით. 20. ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) და რკინიგზას უფლება არა აქვთ, საკუთარი ტვირთის გადასაზიდად, შესანახად და დასატვირთად მფლობელის უნებართვოდ გამოიყენონ ის ვაგონი (კონტეინერი), რომელიც მათ არ ეკუთვნის. 21. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებები იდება არანაკლებ 3 წლის ვადით. 22. რკინიგზის სადგურისა და სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ტექნიკური აღჭურვილობის ან მუშაობის ტექნოლოგიის შეცვლის შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ, სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებები მათი მოქმედების ვადის გასვლამდე შეცვალონ მთლიანად ან ნაწილობრივ. თავი IVIV. რკინიგზის მიერ ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვა სხვა სახეობის ტრანსპორტის მონაწილეობით

წინა მუხლი 30შემდეგი მუხლი 32

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მატარებლის ავარიის სარჩელი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რკინიგზის გადასასვლელის ავარია3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • FELA სარჩელი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის შეფასებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №17

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 30სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი
  • 8რკინიგზის მიერ გადაყვანა-გადაზიდვის სატრანსპორტო საშუალებები და მოწყობილობები
  • 59მოძრაობის უსაფრთხოების ძირითადი დებულებანი

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 34მოძრაობა რკინიგზის ლიანდაგებზე

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 39რკინიგზის გადასასვლელი
  • 40სალიანდაგო სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული სპეციალური წესები
  • 18სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი საწარმოს, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელ პირთა ვალდებულებანი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 106რკინიგზის ტრანსპორტზე მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა
  • 134გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დადგენილი წესების დარღვევა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 580⁷„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების ლიზინგის გამცემისთვის მფლობელობაში დაბრუნება
  • 580⁴ლიზინგის მიმღების ვალდებულებები ლიზინგის საგნის მოვლასთან და დაბრუნებასთან დაკავშირებით

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 83²ლიზინგის მოწმობის საფუძველზე მოძრავი ნივთის ლიზინგის გამცემისთვის მფლობელობაში დაბრუნება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3085983²34106134580⁷580⁴39401831
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საგზაო მოძრაობის უსაფრ…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026