საგზაო მოძრაობის შესახებ

მუხლი 40. სალიანდაგო სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული სპეციალური წესები

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ ლიანდაგი გზის სავალ ნაწილზე გადის, თითოეულმა საგზაო მოძრაობის მონაწილემ ტრამვაის ან სხვა რელსიანი სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაათავისუფლოს ლიანდაგი რელსიანი სატრანსპორტო საშუალების გასატარებლად.

2.იმ მოძრავი ან გაჩერებული რელსიანი სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომლის ლიანდაგიანი გზა გზის სავალ ნაწილზე მდებარეობს, ხდება მარჯვენა მხრიდან. თუ ვიწრო გასასვლელის გამო შემხვედრისთვის გვერდის აქცევა და მისი გასწრება მარჯვენა მხრიდან შეუძლებელია, ეს მანევრი შეიძლება შესრულდეს მარცხენა მხრიდან, იმ პირობით, რომ ეს არ შეზღუდავს და საფრთხეს არ შეუქმნის საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. ცალმხრივმოძრაობიანი გზის სავალ ნაწილზე გასწრება შეიძლება მარცხენა მხრიდან, თუ ეს გამართლებულია საგზაო მოძრაობის ორგანიზების მოთხოვნებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 3 იან. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
30315925015162341343127 (დ…840
მნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს სარკინიგზო…საავტომობილო გზების შე…სახელმწიფო საზღვრის რე…ადგილობრივი მნიშვნელობ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა