1.კონტეინერის დაზიანების აქტი, რომლის ფორმა მოცემულია ამ წესების დანართში, დგება კონტეინერის დაზიანების ყველა შემთხვევაში‚ მათ შორის‚ კონტეინერის საკეტი ან საკეტ-საპლომბი მოწყობილობის დასაყენებელი სამაგრის დაზიანებისას‚ რომელიც ექვემდებარება კაპიტალურ‚ გეგმიურ, მიმდინარე რემონტს ან კონტეინერის ამორიცხვას ინვენტარიდან.
2.კონტეინერის დაზიანების აქტი არის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი.

