“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 456

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კონტეინერის დაზიანების აქტი დგება თითოეულ კონტეინერზე ცალ-ცალკე. რკინიგზის კონტეინერის დაზიანების შემთხვევაში, კონტეინერის დაზიანების აქტი დგება სამ ეგზემპლარად. კონტეინერის დაზიანების აქტის პირველი ეგზემპლარი დაერთვის ანგარიშს‚ რომელიც ეგზავნება დაზიანებაში ბრალეულ პირს, მეორე ეგზემპლარი, აქტის შედგენის ადგილის მიხედვით, ინახება დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციაში‚ სავაგონო დეპოსა ან სადგურში, ხოლო მესამე, უწესივრო კონტეინერის რემონტის შეტყობინებით (ფორმა ვუ-23კ), გადაეცემა რემონტის ჩამტარებელ დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციას ან სავაგონო დეპოს. ტვირთგამგზავნის‚ ტვირთმიმღების ან სხვა უფლებამოსილი პირის კონტეინერის დაზიანებისას, დამატებით დგება კონტეინერის დაზიანების აქტის მეოთხე ეგზემპლარი‚ რომელიც აღნიშნულ პირებს მათივე მოთხოვნით გადაეცემა.

2.კონტეინერის დაზიანების აქტში აღინიშნება კონტეინერის დაზიანების მიზეზები და ნუსხა‚ სამუშაოს მოცულობა და საჭირო რემონტის სახეობა‚ აგრეთვე დაზიანებული ნაწილებისა და კონტეინერის აღდგენის ღირებულება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5251451311621613636934504514549456
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს ადმინისტრა…საზღვაო კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…ადამიანის ორგანოთა გად…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა