“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 455

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კონტეინერის დაზიანების აქტს ადგენს უფროსი მიმღებ-ჩამბარებელი, დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციის ოსტატი‚ ვაგონის მსინჯველი ან სავაგონო დეპოს ოსტატი‚ ტვირთგამგზავნის‚ ტვირთმიმღების და კონტეინერის დაზიანებაში ბრალეული სხვა წარმომადგენელის თანდასწრებით. თუ სადგურში არ არის დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციის ან სავაგონო დეპოს მუშაკი‚ მაშინ კონტეინერის დაზიანების აქტს ადგენს სადგურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა პირი.

2.კონტეინერის დაზიანების აქტს ხელს აწერს დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციის უფროსი (უფროსის მოადგილე), სავაგონო დეპოს უფროსი (უფროსის მოადგილე)‚ სადგურის უფროსი‚ მიმღებ-ჩამბარებელი‚ ვაგონის მსინჯველი ან სადგურის მიმღებ-ჩამბარებელი და კონტეინერის დამზიანებელი პირი, თანამდებობისა და გვარ-სახელის მითითებით. აქტი მოწმდება დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციის‚ სავაგონო დეპოს ან სადგურის ბეჭდით.

3.თუ ტვირთგამგზავნი‚ ტვირთმიმღები ან კონტეინერის დამზიანებელი სხვა პირი უარს აცხადებს ან თავს არიდებს კონტეინერის დაზიანების აქტის ხელმოწერაზე‚ ამ წესების შესაბამისად დგება საერთო ფორმის აქტი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14515216215636369868644945644420 (დ…455
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსისაქართველოს გარემოს და…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა