ზედნადები გაგზავნის სადგურის მიერ შეივსება შემდეგი წესით: ა) გრაფაში „ განსაკუთრებული აღნიშვნების და შტემპელების ადგილი” აღინიშნება: ა.ა) საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვისას – მატარებლის შემადგენლობაში ვაგონის დაცვა-დაფარვის აუცილებლობის შესახებ, თუ ეს გათვალისწინებულია რკინიგზით საფრთხეშემცველი ტვირთების გადაზიდვის წესით; ა.ბ) მოცემული მიმართულებით გადაზიდვის შეზღუდვის თაობაზე, მოძრავი შემადგენლობის მასის, სახეობის ან დატვირთვის გაბარიტის მიხედვით; ა.გ) საფრთხეშემცველი, არაგაბარიტული ან მძიმეწონიანი ტვირთის გადაზიდვისას 1520 მმ-ლიანდიან რკინიგზაზე – გორაკიდან დაშვების აკრძალვის შესახებ; ა . დ ) ტვირთის გადაზიდვისას გამგზავნის მარშრუტით – გამგზავნის მარშრუტის ნორმის და სახეობის შესახებ ; ბ ) გრაფაში „ზედნადების №” – მიეთითება საგზაო უწყისის სასტამბო ნომერი ( გზავნილის ნომერი ), რომლითაც ეს ტვირთი გადაიზიდება დანიშნულების სადგურამდე ; გ ) გრაფაში „განაცხადის №” – აღინიშნება რკინიგზის მიერ მიღებული განაცხადის ნომერი , ხოლო , თუ ტვირთი მიღებულია უგანაცხადოდ , აღინიშნება დატვირთვაზე გაცემული განკარგულების ნომერი ; დ ) გრაფაში „ტვირთის შემოზიდვის ნებადართული თარიღი ” – მიეთითება ტვირთის შემოზიდვის რიცხვი და თვე . ეს გრაფა შეივსება ტვირთის საერთო სარგებლობის ადგილებში გადასაზიდად წარდგენის ყველა შემთხვევაში ; ე ) გრაფაში „დატვირთვის დანიშვნის თარიღი ” – აღინიშნება საერთო და არასაერთო ადგილებში დატვირთვის რიცხვი და თვე . თუ გაგზავნის სადგურში ტვირთი ვადაზე ადრე იქნა შემოზიდული , აღნიშნული გრაფა შეივსება ამ მუხლის შესაბამისად . ამ შემთხვევაში , ზედნადების ვიზირების წესს ადგენს სადგური ; ვ ) გრაფები „რკინიგზის მიერ განსაზღვრული ტვირთის წონა , კგ ” და „წონის განსაზღვრის ხერხი ” – შეივსება , თუ ტვირთის წონა განსაზღვრულია რკინიგზის მიერ , სასწორის ტიპის ჩვენებით ; ზ ) გრაფაში „რკინიგზის მიმღებ - ჩამბარებელი ” – ხელს აწერს რკინიგზის მიმღებ - ჩამბარებელი ; თ ) გრაფაში „რკინიგზის მარკა ” ( შეივსება ტვირთის მცირე პარტიებით გაგზავნისას ) – აღინიშნება რიგითი ნომერი , ადგილების რაოდენობა და გაგზავნის სადგურის კოდი გასაგზავნად ტვირთის მიღების დავთრის მიხედვით ; ი ) გრაფაში „ტვირთის ნაწილ - ნაწილ შემოზიდვა ” ( ზედნადების უკანა მხარე ) – სადგურის მიმღებ - ჩამბარებელი აღნიშნავს ტვირთის ნაწილის ცალ - ცალკე შემოზიდვის თარიღს საერთო სარგებლობის ადგილებში , ადგილების რაოდენობასა და ტვირთის წონას . ეს მონაცემები დასტურდება მიმღებ - ჩამბარებლის ხელმოწერით ; კ ) გრაფები „სატარიფო აღნიშვნები ”, „საფასურის გაანგარიშება კილომეტრაჟის მიხედვით ” და „გასვლისას ” – შეივსება მოქმედი ტარიფების მიხედვით . გრაფაში „გასვლისას ” ტვირთის გადაზიდვის საფასურის დამრიცხველი ან გადამხდევინებელი სადგური ვალდებულია , აღნიშნოს გადაზიდვის , გამყოლის მგზავრობის , რკინიგზის მიერ ტვირთის თანხლებისა და დაცვის საფასურის ოდენობა , აგრეთვე ტვირთის ფასეულობის გამოცხადების საფასური . ლ ) გრაფაში „ საფასური გადახდილია გაგზავნის სადგურზე ” – აღინიშნება სხვადასხვა გადასახდელების ქვითრის , ბანკის საანგარიშსწორებო ჩეკის , საბანკო ბარათის ან საგადამხდელო მოთხოვნა - დავალების ნომერი და ანგარიშსწორების ადგილი . საფასურის გადახდა დასტურდება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის ხელმოწერით . თუ ტვირთგამგზავნი ან ტვირთმიმღები ფიზიკური პირები არიან , გრაფებში „გამგზავნი ” და „მიმღები ” დამატებით მიეთითება ციფრული კოდი „100”.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”
მუხლი 54
რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

