“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 178

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გადაზიდვის დოკუმენტების შევსებისას პაკეტებად გადასაზიდ ტვირთზე, ზედნადების, საგზაო უწყისის, საგზაო უწყისის ყუისა და ტვირთის მიღების ქვითრის შესაბამის გრაფაში ტვირთგამგზავნი და რკინიგზა აღნიშნავენ: ა) გრაფაში „ადგილების რაოდენობა”: მრიცხველში – პაკეტების რაოდენობას, მნიშვნელში – პაკეტებში სატვირთო ადგილების საერთო რაოდენობას, თუ ტვირთი გადასაზიდად მიღებულია ადგილების დათვლით; ბ) გრაფაში „ტვირთის დასახელება” – „პაკეტს”; გ) გრაფაში „ტვირთის წონა” – ტვირთის ბრუტო წონას, ხოლო ნაკრები გზავნილების გადაზიდვისას, რომელიც რამდენიმე დასახელების ტვირთისაგან შედგება – თითოეული დასახელების ტვირთის წონას; დ) წვრილმანი გზავნილების პაკეტებად გადაზიდვისას, რომელიც ქვეშის გამოყენებით სრულდება, გრაფაში „ტვირთის მასა”: მრიცხველში – პაკეტის ბრუტო წონას, მნიშვნელში – პაკეტის ნეტო წონას, ქვეშის წონის გაუთვალისწინებლად.

2.პაკეტებში მოთავსებულ ტვირთს რკინიგზა გადასაზიდად იღებს საერთო სარგებლობის ადგილებში, პაკეტში ტვირთის რაოდენობის შეუმოწმებლად 3. დანიშნულების სადგურში დაზიანებული პაკეტის აღმოჩენისას, თუ იგი გადმოტვირთულია რკინიგზის მიერ, სადგური ვალდებულია შეამოწმოს პაკეტის შიგთავსი, ხოლო დაზიანებულ ადგილებში – ტვირთის რაოდენობა, წონა და მდგომარეობა ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით. შემოწმების შედეგები ფორმდება ტვირთის გადაზიდვისას აქტების შევსების წესის შესაბამისად.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15121667667469813517562178
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა