Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 25¹ (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 25¹ (დანართი 1). სასაქონლო ზედნადები

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121313¹141516

1.სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში – ზედნადები) არის №II-01 2 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი.

2.ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან  საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.

3.ზედნადების ელექტრონულად შევსების მიზნით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია განახორციელოს რეგისტრაცია სამსახურის ვებგვერდზე.

4.ზედნადები ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ სტრიქონში ავტომატურად იწერება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მინიჭებული ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი; ბ) მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების)  დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს; გ) მე-4 და მე-5 სტრიქონებში იწერება გამყიდველის/გამგზავნის და მყიდველის/მიმღების დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი. პიროტექნიკური ნაწარმის შემთხვევაში (გარდა F1 ქვეკატეგორიის ზოგიერთი პიროტექნიკური ნაწარმისა, რომელიც არ არის ასაფეთქებელი სახის (მათ შორის, ბენგალური სანთელი, შუშხუნა და სხვა), ასევე,  P1 ქვეკატეგორიის ზოგიერთი პიროტექნიკური ნაწარმისა, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ლიცენზიის გარეშე), ამავე სტრიქონებში იწერება მხოლოდ შესაბამისი სერტიფიკატის ან/და რეალიზაციის ლიცენზიის მქონე პირის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი; დ) მე-6 სტრიქონში იწერება ოპერაციის შინაარსი (თუ როგორ ხდება საქონლის მიწოდება/ტრანსპორტირება): დ.ა) შიდა გადაზიდვა (საქონლის ტრანსპორტირება, როდესაც არ ხდება საქონლის მიწოდება); დ.ბ) მიწოდება ტრანსპორტირებით (საქონლის მიწოდება, რომელსაც თან ახლავს გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის ტრანსპორტირება); დ.გ) მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე  (საქონლის მიწოდება, როდესაც საქონლის მდებარეობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ იცვლება); დ.დ) დისტრიბუცია (საქონლის მიწოდება გამყიდველის/გამგზავნის თანამშრომლების (დისტრიბუტორების) მიერ. აგრეთვე, მომსახურების გაწევის  ხელშეკრულების ფარგლებში ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მიერ); დ.ე) უკან დაბრუნება (მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის გამყიდველისათვის/გამგზავნისათვის  დაბრუნება); ე) მე-7 და მე-8 სტრიქონებში იწერება შესაბამისად ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილი (მისამართი); ვ) მე-9 სტრიქონში იწერება ტრანსპორტირების სახე: ვ.ა) საავტომობილო; ვ.ბ) სარკინიგზო; ვ.გ) საავიაციო; ვ.დ) სხვა; ზ) ამ პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის ,,ვ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ზ.ა) მე-10 სტრიქონში იწერება იმ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომლითაც ხდება საქონლის გადაზიდვა; ზ.ბ) მე-11 სტრიქონში იწერება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პირადი ნომერი; ზ.გ) მე-12 სტრიქონში იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაწეული ტრანსპორტირების ხარჯი ლარებში. თუ ტრანსპორტირება ხორციელდება მყიდველის/მიმღების ან გამყიდველის/გამგზავნის საკუთრებაში ან სარგებლობაში (იჯარა) არსებული სატრანსპორტო საშუალებით, ზედნადების მე-12 სტრიქონი არ ივსება; თ) ამ პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის ,,ვ.ბ“ – ,,ვ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მე-10 – მე-12 სტრიქონები არ ივსება; ი) ზედნადების ცხრილში იწერება: ი.ა) I სვეტში – საქონლის რიგითი ნომერი; ი.ბ) II სვეტში – საქონლის დასახელება; ი.გ) III სვეტში – საქონლის კოდი (გადასახადის გადამხდელის მიერ ნებისმიერი კომბინაციით შექმნილი ან საბუღალტრო პროგრამაში არსებული   ან  საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით განსაზღვრული კოდი); ი.დ) IV სვეტში – საქონლის ზომის ერთეული; ი.ე) V სვეტში – საქონლის რაოდენობა; ი.ვ) VI სვეტში – საქონლის ერთეულის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით); ი.ზ) VII სვეტში – საქონლის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით); კ) მე-13 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა (ციფრებით და სიტყვიერად); ლ) მე-14 სტრიქონში იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-16   სტრიქონში – გამყიდველის /გამგზავნის ან საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; მ) მე-15 სტრიქონში იწერება მყიდველის/მიმღების ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-17 სტრიქონში – მყიდველის/მიმღების ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ნ) მე-18 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის ჩაბარების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და დრო (საათი, წუთი); ო) მე-19 სტრიქონში აღინიშნება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაკეთებული შენიშვნა; პ) მე-14 – მე-19 სტრიქონების შევსება სავალდებულო არ არის, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

5.შიდა გადაზიდვის შემთხვევაში, ზედნადების მე-5 სტრიქონში იწერება მე-4 სტრიქონის მონაცემები. ასეთ შემთხვევაში, ზედნადების ცხრილის VI და VII სვეტების შევსება სავალდებულო არ არის.

6.თუ ხორციელდება მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე, ზედნადების მე-7 და მე-8 სტრიქონებში იწერება საქონლის მდებარეობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი.  ასეთ შემთხვევაში ზედნადების მე-9-მე-12 სტრიქონები არ ივსება.

7.დისტრიბუციის მიზნით დისტრიბუტორისათვის საქონლის სარეალიზაციოდ გადაცემისას, საქონლის გამყიდველი/გამგზავნი  ან საქონლის ჩამბარებელი საქონლის მთელ მოცულობაზე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონულად გამოწერს ერთიან ზედნადებს, რომელშიც არ ივსება ზედნადების მხოლოდ მე-5 და მე-8 სტრიქონები, ხოლო ზედნადების ცხრილის VI და VII სვეტების შევსება სავალდებულო არ არის.

8.დისტრიბუციის სახით საქონლის მყიდველზე/მიმღებზე ჩაბარებისას, დისტრიბუტორი ავსებს ზედნადებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რომლის ცხრილში შეიტანს მყიდველისთვის/მიმღებისათვის მისაწოდებელი საქონლის მონაცემებს.

9.სხვადასხვა მიზეზით საქონლის უკან დაბრუნების შემთხვევაში, საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ ზედნადების მე-6 სტრიქონში იწერება – ,,უკან დაბრუნება“, მე-7 სტრიქონში, უკან დასაბრუნებელი საქონლის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, მე-8 სტრიქონში კი – უკან დასაბრუნებელი საქონლის საბოლოო დასაწყობების ადგილი. ზედნადების ცხრილში იწერება უკან დასაბრუნებელი საქონლის ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.

10.საქონლის ტრანსპორტირებისას ელექტრონული პროგრამიდან ამობეჭდილი ზედნადების გამოყენება სავალდებულო არ არის. აღნიშნული შემთხვევა არ წარმოადგენს სამართალდარღვევას და პირს არ დაეკისრება ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

11.ზედნადები წარმოადგენს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს.

12.ზედნადები არ არის გადასახადების (დღგ, აქციზი) ჩათვლის საფუძველი.

13.თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული სერვისების ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ ხერხდება სისტემასთან დაკავშირება და შეუძლებელია ზედნადების ელექტრონულად შევსება, აღნიშნულის შესახებ შეტყობინება „ტექნიკური მიზეზების გამო, ელექტრონული სერვისებით სარგებლობა დროებით შეუძლებელია. ზედნადების ქაღალდური ვერსიის გამოსაწერად ისარგებლეთ ღილაკით „დამატებითი სერვისი“, ავტომატურად განთავსდება სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) და ვებგვერდზე – www.eservices.rs.ge. ასეთ შემთხვევაში, პირი ხელით ავსებს ღილაკი „დამატებითი სერვისი“-ის საშუალებით ამობეჭდილ, ზედნადების (დანართი №II-01 2 ) შესაბამის ცარიელ ფორმას, რომელსაც უნიკალური სარეგისტრაციო ნომერი ენიჭება სისტემის მიერ. ზედნადების ხელით შევსებისას, როდესაც ერთი ზედნადები არასაკმარისია, შესაძლებელია ამობეჭდილ და გამოყენებულ იქნას „სასაქონლო ზედნადების დანართი“, რომლის პირველ სტრიქონში სისტემის მიერ იწერება იმ ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი. „სასაქონლო ზედნადების დანართი“ ივსება ზედნადებთან ერთად. საქონელზე ინფორმაცია შეიტანება „სასაქონლო ზედნადების დანართში“ მოცემული სახით. შენიშვნა: ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება პიროტექნიკურ ნაწარმზე (გარდა F1 ქვეკატეგორიის ზოგიერთი პიროტექნიკური ნაწარმისა, რომელიც არ არის ასაფეთქებელი სახის (მათ შორის, ბენგალური სანთელი, შუშხუნა და სხვა), ასევე, P1 ქვეკატეგორიის ზოგიერთი პიროტექნიკური ნაწარმისა, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ლიცენზიის გარეშე) ზედნადების შევსების შემთხვევაზე.

13¹.პიროტექნიკურ ნაწარმზე (გარდა F1 ქვეკატეგორიის ზოგიერთი პიროტექნიკური ნაწარმისა, რომელიც არ არის ასაფეთქებელი სახის (მათ შორის, ბენგალური სანთელი, შუშხუნა და სხვა), ასევე, P1 ქვეკატეგორიის ზოგიერთი პიროტექნიკური ნაწარმისა, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ლიცენზიის გარეშე) ზედნადები ივსება მხოლოდ ელექტრონული ფორმით. ამასთან, სავალდებულოა ზედნადებში პროგრამულად მოინიშნოს ველი – „პიროტექნიკური ნაწარმი“.

14.გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მოახდინოს ზედნადების გაუქმება ან მასში შეტანილი მონაცემების კორექტირება (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“, „ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემებისა).

15.ზედნადების გამოყენება სავალდებულო არ არის: ა) პირისათვის მომსახურების გასაწევად განკუთვნილი იმ სასაქონლო მატერიალური ფასეულობის/ძირითადი საშუალების ტრანსპორტირებისას, რომელიც რჩება მომსახურების გამწევის საკუთრებაში; ბ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების ტრანსპორტირების შემთხვევაში. გ) სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის შემაფერხებელი ავარიული დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი საქონლის  ტრანსპორტირებისას. დ) იმ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის/მატერიალური საგნის (მიუხედავად მისი ფორმისა ან ბუნებისა) ტრანსპორტირებისას, რომლის გადაადგილება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხის“ შესაბამისად, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას. ე) „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად, სეპარირებულად შეგროვებული მუნიციპალური ნარჩენის (ქაღალდის, მინის, პლასტიკის და მეტალის (ალუმინის ქილები)) ტრანსპორტირებისას; ვ) მშენებლობასთან დაკავშირებული საქონლის ტრანსპორტირებისას, ამ ინსტრუქციის 25 3 მუხლის შესაბამისად.

16.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე - სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის დაფასოება არ წარმოშობს სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულებას, ამ საქონლის ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №35 – ვებგვერდი, 30.01.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №84 – ვებგვერდი, 29.03.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №239 - ვებგვერდი, 14.08.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №205 - ვებგვერდი, 29.08.2016წ. საქართელოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 30 ივლისის ბრძანება №235 - ვებგვერდი, 02.08.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №367 - ვებგვერდი, 03.12.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 მარტის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 20.03.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 26 მარტის ბრძანება №85 - ვებგვერდი, 30.03.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №328 - ვებგვერდი, 22.12.2025წ. დანართი №II-01 2 დანართი №II-01​ 2 (იხილეთ თანდართულ ფაილად) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №35 – ვებგვერდი, 30.01.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №84 – ვებგვერდი, 29.03.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №368 - ვებგვერდი, 11.10.2023წ. მუხლი 25 2 . ხე- ტყის სასაქონლო ზედნადები 1. ხე - ტყის სასაქონლო ზედნადები ( ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში – ზედნადები ) არის №II-01 3 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი , რომლის შევსება სავალდებულოა ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემდეგ საქონელზე : ა) მრგვალ ხე-ტყეზე (მორი) – ხე-ტყის ან ხე-მცენარის დამზადების შედეგად (მათ შორის, ძირნაყარი ხე-ტყისგან) მიღებული 12 სმ-ზე მეტი (წვრილი თავის ბოლოდან) დიამეტრის, ასევე დადგენილი წესით დაფირნიშებული წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი; ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტზე, კერძოდ: ბ.ა) ფიცარზე – სიგრძეზე დახერხილი მორის ნაწილი, რომლის სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ორჯერ და მეტად აღემატება სისქეს. ფიცარს აქვს ორი განიერი და ორი ვიწრო გვერდი; ბ.ბ) ძელზე – სიგრძეზე დახერხილი ან გათლილი ხე (მორის ნაწილი), რომლის სისქე და სიგანე განივ ჭრილში 10 სანტიმეტრს აღემატება. ძელი შეიძლება იყოს სხვადასხვა მხრიდან ჩამოხერხილი; ბ.გ) ძელაკზე – მცირე ზომის ძელი, სიგრძეზე გახერხილი მორის ნაწილი. მისი სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ნაკლებია ორმაგ სისქეზე; ბ.დ) შპალზე – დახერხილი ხის მასალა, რომელიც გამოიყენება რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგებისათვის ვაკისზე რელსების საყრდენად. შპალები იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: ძელისებური, ორმხრივ ჩამოხერხილი (ჩამოგანული) და სწორკუთხოვანი. შპალი შეიძლება იყოს გაჟღენთილი ან გაუჟღენთავი; ბ.ე) საპარკეტე ფრიზაზე – მცირე ზომის ნამზადი, რომლის შეშრობისა და მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება პარკეტი; ბ.ვ) შავად ნამზად დეტალზე – გარკვეული პროდუქტის მისაღებად საჭირო ზომისა და ფორმის ნამზადი, რომლის მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება სასურველი სახის დეტალი; ბ.ზ) ფანერაზე (შპონი) – სპეციალურ დაზგა-დანადგარზე მერქნის დაშლით მიღებული და გარკვეული ზომის ფორმატებად დაჭრილი ან მერქნის მცირე სისქის ანათლებად აჭრილი პროდუქტი; ბ.თ)  დაპობილ-დაჩეხილ სათბობ შეშაზე; გ) ხე-მცენარეებზე – თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებული ხე-მცენარეები, მათ შორის, კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობები (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა); დ) საშეშე მერქანზე – ხე-ტყის დამზადების შედეგად, მათ შორის, ძირნაყარი ხე-ტყისგან მიღებული 60 სანტიმეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი.

2.ამ ინსტრუქციის 25 1 მუხლით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება ამავე ინსტრუქციის №II-01 3 დანართით დამტკიცებული ფორმის ზედნადებზე.

3.ზედნადების მე-20  სტრიქონში მიეთითება შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, კერძოდ: ა) მრგვალი ხე-ტყის (მორი) ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ან შესაბამისი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების/ბრძანების ან/და სხვა დოკუმენტის საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე დადგენილი წესით გაცემული – ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-01 3 დანართით გათვალისწინებული ზედნადები; ბ) ხე-მცენარის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა ან/და დადგენილი წესით გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-01 3 დანართით გათვალისწინებული ზედნადები; გ) იმპორტის შემთხვევაში – იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი; დ) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მრგვალი ხე-ტყის (მორი), საშეშე მერქნის, ხე-მცენარის ან/და მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული გასხვისების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი; ე) საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული ჭრებით მიღებული ხე-ტყის (მორის) ან/და საშეშე მერქნის შემთხვევაში – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი; ვ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მრგვალი ხე-ტყის (მორის), საშეშე მერქნის, ხე-მცენარის ან/და მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის პირის (მათ შორის, სახელმწიფოს) საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში – სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება; ზ) საშეშე მერქნის შემთხვევაში – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-01 3 დანართით გათვალისწინებული ზედნადები; თ) საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი აღურიცხველი საქონლის შემთხვევაში – საგადასახადო შემოწმების აქტი ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

4.ზედნადების ცხრილის VIII სვეტში იწერება: ა) ამავე ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებული თითოეული მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის სპეციალური ფირნიშის ერთი კონკრეტული ნომერი. სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება ასევე სავალდებულოა მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში – პროდუქტი) ტრანსპორტირებისას (გარდა ამ მუხლის 4 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა მიწოდება, მისი ტრანსპორტირების ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან, ზედნადების ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებულ, კონკრეტული დასახელების თითოეულ პროდუქტზე, ზედნადების ცხრილის VIII სვეტში სავალდებულოა მიეთითოს შესაბამისი ერთი კონკრეტული სპეციალური ფირნიშის ნომერი, რომლით მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან/და ხე-მცენარის გადამუშავების შედეგადაც არის მიღებული პროდუქტი. იმ შემთხვევაში, თუ ერთი დასახელების პროდუქტი მიღებულია სხვადასხვა სპეციალური ფირნიშით მარკირებული ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარისგან, თითოეულისაგან მიღებული პროდუქტი, ასევე ცალ-ცალკე იწერება ზედნადების ცხრილის II სვეტში რიგითი ნომრის მიხედვით; ბ) ამავე ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებულ  მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების თითოეულ პროდუქტზე, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებით დამტკიცებული, ,,საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის“ (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში –რეგლამენტი) №14 დანართით გათვალისწინებული, მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ ცნობის (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში – ცნობა) ნომერი, თუ რეგლამენტით განსაზღვრული სახერხი საამქროდან მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტი გატანილია ამავე რეგლამენტით გათვალისწინებულ ელექტრონულ ჟურნალში ცნობის გენერირების სახერხი საამქროსათვის ვალდებულების დადგენის მომენტიდან.

4¹.ზედნადების ცხრილის VIII სვეტში სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება სავალდებულო არ არის: ა) საშეშე მერქნის, აგრეთვე დაპობილ-დაჩეხილი სათბობი შეშის ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა მიწოდება; ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისას ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში; გ) იმპორტირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან/და მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისას; დ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

5.ზედნადების შევსების ვალდებულება არ ვრცელდება: ა) სოციალური დანიშნულების ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის ან/და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტებზე; ბ) ხე-ტყის მომპოვებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტყიდან დანიშნულების ადგილამდე (პირველადი დასაწყობების ან პირველად გადამამუშავებელ ობიექტამდე) ტრანსპორტირებისას; გ) თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ხე-მცენარეებზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობით ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით ხე-მცენარეების მისი მესაკუთრის მიერ ტრანსპორტირებისას, გარდა მიწოდებისა; დ) აუქციონის შედეგების შესახებ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისას; ე) ერთხელ უკვე გამოყენებული (მეორადი) ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას; ვ) მშენებლობასთან დაკავშირებული საქონლის ტრანსპორტირებისას, ამ ინსტრუქციის 25 3 მუხლის შესაბამისად.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული მიღება-ჩაბარების აქტი უნდა შედგეს ამავე ქვეპუნქტში მითითებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. მიღება-ჩაბარების აქტის მოქმედების ვადა განისაზღვრება შედგენიდან არაუმეტეს 24 საათისა. ამასთან, ამ მუხლის  მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ბრძანება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე არ წარმოადგენს ზედნადების გარეშე მერქნული რესურსის ტრანსპორტირების საფუძველს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №257 - ვებგვერდი, 11.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №367 – ვებგვერდი, 19.11.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 10 მაისის ბრძანება №94 – ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №122 – ვებგვერდი, 16.06.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 7 აპრილის ბრძანება №116 - ვებგვერდი, 07.04.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №349 - ვებგვერდი, 19.09.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 26 მარტის ბრძანება №85 - ვებგვერდი, 30.03.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №314 - ვებგვერდი, 19.09.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 29 მაისის ბრძანება №181 - ვებგვერდი, 30.05.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №418 - ვებგვერდი, 13.11.2023წ. დანართი №II-01 3 დანართი №II-01​ 3 (იხილეთ თანდართულ ფაილად) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №257 - ვებგვერდი, 11.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №122 – ვებგვერდი, 16.06.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 7 აპრილის ბრძანება №116 - ვებგვერდი, 07.04.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 26 მარტის ბრძანება №85 - ვებგვერდი, 30.03.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №368 - ვებგვერდი, 11.10.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №418 - ვებგვერდი, 13.11.2023წ. მუხლი 25 3 . მშენებლობასთან დაკავშირებული საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოყენება 1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან/და ამავე სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის (ამ მუხლის მიზნებისათვის შემდეგში – დამკვეთი) მიერ სამშენებლო სამუშაოების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, კონტრაქტორთა მიერ მშენებლობასთან დაკავშირებული საქონლის (მასალების, ხელსაწყოებისა და დანადგარების, ასევე, მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი გამონამუშევარის – მიწისა და ქანების) ტრანსპორტირებისას, სასაქონლო ზედნადების გამოწერა სავალდებულო არ არის, თუ ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების პუნქტები მდებარეობს სამშენებლო მოედნის ფარგლებში.

2.ამ მუხლის მიზნებისათვის, სამშენებლო მოედანს წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით განსაზღვრული ტერიტორია, რომელიც აუცილებელია სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციით სარგებლობის მიზნით, დაინტერესებული პირის (კონტრაქტორის) მიერ შემოსავლების სამსახურს წარედგინება განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) დაინტერესებული პირის სახელწოდებას/საფირმო სახელწოდებას (ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სახელსა და გვარს) და საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების თარიღსა და ამ ხელშეკრულების საგნის შესახებ ინფორმაციას; გ) შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის ფარგლებში არსებულ დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირს სურს ისარგებლოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციით.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაერთოს დამკვეთის ან/და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობის დადასტურების შესახებ. ამასთანავე, ცნობით უნდა დასტურდებოდეს: ა) დაინტერესებული პირის სახელწოდება/საფირმო სახელწოდება (ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სახელი და გვარი) და საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; ბ) პროექტის სახელწოდება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები; გ) სამშენებლო მოედნის ტერიტორიის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტული გეოგრაფიული პუნქტებისა და საავტომობილო გზების მონაკვეთების მითითებით; დ) დაინტერესებულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედებისა და შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადები.

5.ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის რეგულაციის გავრცელებაზე, დაინტერესებული პირი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს დაზუსტებული ინფორმაცია.

6.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, შემოსავლების სამსახური, შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, უზრუნველყოფს დაინტერესებული პირის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში შეტანას. რეესტრს აწარმოებს შემოსავლების სამსახური და იგი განთავსდება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე.

7.ამ მუხლით გათვალისწინებულ განცხადებაში/დოკუმენტაციაში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს. ასეთ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება დაინტერესებული პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მომდევნო სამუშაო დღიდან.

8.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ რეესტრში შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) დაინტერესებული პირის სახელწოდება/საფირმო სახელწოდება (ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სახელი და გვარი) და საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; ბ) პროექტის სახელწოდება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება მშენებლობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება; გ) სამშენებლო სამუშაოების დამკვეთი; დ) სამშენებლო მოედნის ტერიტორია (კონკრეტული გეოგრაფიული პუნქტებისა და საავტომობილო გზების მონაკვეთების მითითებით); ე) ვადა, რომლის განმავლობაშიც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი სარგებლობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციით.

9.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის აღმოუფხვრელობის ან სხვა მიზეზით შემოსავლების სამსახურის მიერ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, განცხადება შესაძლებელია წარდგენილ იქნეს განმეორებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 26 მარტის ბრძანება №85 - ვებგვერდი, 30.03.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №387 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 25 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 25² (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 29 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 26 (დანართი 1)სასაქონლო ზედნადებების რეესტრი
  • 56¹ (დანართი 1)საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა
  • 24 (დანართი 1)შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 674ზედნადების რეკვიზიტები
  • 673ზედნადების შედგენის წესი
  • 679გამგზავნის მიერ აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 72¹საგადასახადო დოკუმენტი
  • 64საგადასახადო მოთხოვნა
  • 136შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 12ზედნადები

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 9განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე

საზღვაო კოდექსი

  • 120

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91212067467367972¹6413626 (დ…56¹ (…24 (დ…25¹ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სარკინიგზო…სასაქონლო ნიშნების შეს…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026