Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სარკინიგზო კოდექსიმუხლი 15

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 15. ტვირთის მასა

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.გადასაზიდად ტვირთის წარდგენისას ტვირთგამგზავნის მიერ ზედნადებში აღნიშნული უნდა იქნეს მისი მასა, რომელიც განისაზღვრება აწონვით, ტრაფარეტით, სტანდარტით, გაანგარიშებით, აზომვით ან პირობითად. აკრძალულია ტვირთის მასის განსაზღვრა გაანგარიშებით ან აზომვით, თუ მის დატვირთვას ვაგონის (კონტეინერის) მთლიან ტევადობამდე შეიძლება მოჰყვეს ვაგონის (კონტეინერის) დასაშვები ტვირთამწეობის გადამეტება.

2.ტვირთის მასას დატვირთვისას განსაზღვრავს: ა) რკინიგზა – საერთო სარგებლობის ადგილებში, თუ ის ტვირთავს ტვირთს ტვირთგამგზავნის თხოვნით; ბ) ტვირთგამგზავნი – საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში.

3.ტრაფარეტით, სტანდარტით, გაანგარიშებით, აზომვით ან პირობითად ტვირთის მასას, როგორც წესი, განსაზღვრავს ტვირთგამგზავნი. ტვირთს ტვირთგამგზავნის თხოვნით წონის რკინიგზა და იღებს შესაბამის საფასურს.

4.ტვირთის მასისა და რაოდენობის დადგენის და ამ მონაცემების ზედნადებში აღნიშვნის პირობები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ .

5.ტვირთის ასაწონად რკინიგზას საერთო სარგებლობის ადგილებში, ხოლო ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში, მათ შორის, საზღვაო ნავსადგურებში, უნდა ჰქონდეთ საჭირო რაოდენობის ასაწონი მოწყობილობები.

6.ასაწონი მოწყობილობები ექვემდებარება დადგენილი წესით სახელმწიფო შემოწმებასა და დადამღვას. ხელშეკრულების საფუძველზე რკინიგზას უფლება აქვს უზრუნველყოს ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) და სხვა პირთა მფლობელობაში არსებული ასაწონი მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება (საუწყებო კონტროლი, რემონტი, საკონტროლო შემოწმება).

7.ტვირთის მსვლელობის გზაზე მდებარე რკინიგზის სადგურის მიერ ვაგონში (კონტეინერში) გადამეტტვირთის გამოვლენისას ზედმეტი ტვირთი გადმოტვირთული უნდა იქნეს. რკინიგზა ვალდებულია, დაუყოვნებლივ გამოითხოვოს ტვირთგამგზავნისაგან (ტვირთმიმღებისაგან) მითითებანი ზედმეტი ტვირთის განკარგვის თაობაზე. ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ვალდებულია, ზედმეტი ტვირთის გადაზიდვის, გადმოტვირთვისა და შენახვისათვის გადაუხადოს რკინიგზას შესაბამისი საფასური.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გადასაზიდად ტვირთის წარდგენისას ტვირთგამგზავნის მიერ ზედნადებში აღნიშნული უნდა იქნეს მისი მასა, რომელიც განისაზღვრება აწონვით, ტრაფარეტით, სტანდარტით, გაანგარიშებით, აზომვით ან პირობითად. აკრძალულია ტვირთის მასის განსაზღვრა გაანგარიშებით ან აზომვით, თუ მის დატვირთვას ვაგონის (კონტეინერის) მთლიან ტევადობამდე შეიძლება მოჰყვეს ვაგონის (კონტეინერის) დასაშვები ტვირთამწეობის გადამეტება. 2. ტვირთის მასას დატვირთვისას განსაზღვრავს: ა) რკინიგზა – საერთო სარგებლობის ადგილებში, თუ ის ტვირთავს ტვირთს ტვირთგამგზავნის თხოვნით; ბ) ტვირთგამგზავნი – საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში. 3. ტრაფარეტით, სტანდარტით, გაანგარიშებით, აზომვით ან პირობითად ტვირთის მასას, როგორც წესი, განსაზღვრავს ტვირთგამგზავნი. ტვირთს ტვირთგამგზავნის თხოვნით წონის რკინიგზა და იღებს შესაბამის საფასურს. 4. ტვირთის მასისა და რაოდენობის დადგენის და ამ მონაცემების ზედნადებში აღნიშვნის პირობები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ . 5. ტვირთის ასაწონად რკინიგზას საერთო სარგებლობის ადგილებში, ხოლო ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში, მათ შორის, საზღვაო ნავსადგურებში, უნდა ჰქონდეთ საჭირო რაოდენობის ასაწონი მოწყობილობები. 6. ასაწონი მოწყობილობები ექვემდებარება დადგენილი წესით სახელმწიფო შემოწმებასა და დადამღვას. ხელშეკრულების საფუძველზე რკინიგზას უფლება აქვს უზრუნველყოს ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) და სხვა პირთა მფლობელობაში არსებული ასაწონი მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება (საუწყებო კონტროლი, რემონტი, საკონტროლო შემოწმება). 7. ტვირთის მსვლელობის გზაზე მდებარე რკინიგზის სადგურის მიერ ვაგონში (კონტეინერში) გადამეტტვირთის გამოვლენისას ზედმეტი ტვირთი გადმოტვირთული უნდა იქნეს. რკინიგზა ვალდებულია, დაუყოვნებლივ გამოითხოვოს ტვირთგამგზავნისაგან (ტვირთმიმღებისაგან) მითითებანი ზედმეტი ტვირთის განკარგვის თაობაზე. ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ვალდებულია, ზედმეტი ტვირთის გადაზიდვის, გადმოტვირთვისა და შენახვისათვის გადაუხადოს რკინიგზას შესაბამისი საფასური.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 25 მაი. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 14შემდეგი მუხლი 16

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №17

  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 12ზედნადები
  • 20სატრანსპორტო საშუალებათა გამოყოფა და ტვირთის გადასაზიდად წარდგენა
  • 14ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა და დახარისხება

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 47სატრანსპორტო საშუალების ტვირთი

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 42ტვირთის გადაზიდვა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 676გადამზიდველის ვალდებულება ტვირთის მიღებისას
  • 674ზედნადების რეკვიზიტები
  • 698ცნება. შინაარსი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 129¹მაქსიმალური მასისა და დატვირთვის დადგენილი ნორმების ზევით ტვირთის გადაზიდვა სატრანსპორტო საშუალებით

საზღვაო კოდექსი

  • 121
  • 120
  • 152

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12201442129¹1211201526766746984715
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საგზაო მოძრაობის შესახ…საგზაო მოძრაობის უსაფრ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026