“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 96

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.შეყინვადი გადასაზიდად ტვირთის წარდგენისას ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ზედნადების გრაფაში „გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშვნები” მიუთითოს ტენიანობის პროცენტი, შეყინვისგან დაცვის მიზნით მიღებული პროფილაქტიკური ზომები და დასვას შტემპელი „შეყინვადია”.

2.ტენიანობის მითითება არ არის სავალდებულო მიწის , თიხის , ქვიშის , ხრეშისა და ღორღის ჩატვირთვისას .

3.სადგურმა შეყინვადი ტვირთი გადასაზიდად შეიძლება მიიღოს პროფილაქტიკური ზომების მიუღებლად, თუ ამის თაობაზე ტვირთგამგზავნი წარმოადგენს ტვირთმიმღების წერილობით თანხმობას და უზრუნველყოფს მის დროულ გადმოტვირთვას. ამ შემთხვევაში ზედნადებში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15491212036415067667469192909396
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა