“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 90

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.შეყინვად ტვირთს განეკუთვნება ამ წესების დანართში ჩამოთვლილი ნაყარი ტვირთი, რომელიც ცელსიუსის 0 გრადუსზე დაბალი ტემპერატურის პირობებში კარგავს ფხვიერებას, მისი შემადგენელი ნაწილაკების ერთმანეთზე შეყინვისა და იატაკსა და ვაგონის ძარის კედლებზე მიყინვის გამო 2. წლის ცივი პერიოდის დადგომამდე, როდესაც აუცილებელია ტვირთის შეყინვის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ზომების გატარება, ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ვალდებულია, უზრუნველყოს ტვირთის შესაბამისი მომზადება.

3.ტვირთგამგზავნს, რომელიც ზედნადებში არასწორად მიუთითებს ტვირთის დასახელებას, განსაკუთრებულ აღნიშვნებს ან ტვირთის გადაზიდვისას აუცილებელ უსაფრთხოების ზომებს, გაგზავნის გადასაზიდად აკრძალულ ტვირთს ან არასწორად აღნიშნავს მის თვისებებს, ეკისრება ზარალის ანაზღაურების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4.სადგურს უფლება აქვს დატვირთვის ადგილზე შერჩევით შეამოწმოს ტვირთგამგზავნის მიერ გადასაზიდად შეყინვადი ტვირთისა და მოძრავი შემადგენლობის მომზადების მდგომარეობა .

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19141513115315269867668797939690
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა