Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებმუხლი 6

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 6. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 30 სექ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ტყის კოდექსის, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2.მაჭახელას დაცულ ლანდშაფტს, გარდა მის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისა, მართავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, რისთვისაც გამოიყოფა შესაბამისი ფინანსური რესურსი.

3.მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ტყეს მართავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აჭარის სატყეო სააგენტო ტყის მართვის გეგმისა და მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად.

4.მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვაში მონაწილეობს წარმომადგენლობითი ორგანო (საბჭო), რომელსაც ქმნის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5.წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობა, უფლებები, მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა, პროცედურული საკითხები განისაზღვრება წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) წესდებით, რომელსაც ამტკიცებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6.წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობაში შედის (შედიან) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს (ორგანოების) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) წარმომადგენელი (წარმომადგენლები) ბიოლოგიური მრავალფეროვნების, დაცული ტერიტორიებისა და ტყის სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) გადაწყვეტილებები ვრცელდება მაჭახელას დაცულ ლანდშაფტზე, გარდა მის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისა და შესაბამისი ტყის მართვის ორგანოსი.

7.სახელმწიფოს მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებებია: ა) მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვა, დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფა; ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება; გ) მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელებისა და მეცნიერული კვლევის ჩატარების ორგანიზება, დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავება, შენახვა და გამოქვეყნება; დ) მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის რეგულარულად მომზადება და გამოქვეყნება; ე) მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ადმინისტრირება; ვ) მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარების (ბილიკების, ზღუდეების, თავშესაფრებისა და გზამკვლევების მოწყობისა და სხვა) ორგანიზება; ზ) მაჭახელას დაცულ ლანდშაფტთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობა და შესაბამის პროგრამებში მონაწილეობა; თ) სამთავრობო დაწესებულებებსა და ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ი) დაინტერესებულ საზოგადოებასთან თანამშრომლობა; კ) მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევის ტარიფების განსაზღვრა; ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 4 4 ნაწილით განსაზღვრული კოდექსის მუხლებითა და მუხლების ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა; მ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით, გათვალისწინებული სხვა საქმიანობების განხორციელება.

8.ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად.

წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 სექ. 2022

  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ადმინი… 239

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 5მაჭახელას დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი
  • 1კანონის რეგულირების სფერო
  • 3მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნა და მისი მიზნები

რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6¹ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ

  • 4მაჭახელას ეროვნული პარკის მართვა
  • 1ძირითადი დებულებანი

ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მართვა

თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 46თუშეთის

თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 22ტყის ზედამხედველობის უფლებამოსილება

ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 8ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4623941226651366¹86
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…რაჭის დაცული ტერიტორიე…არაგვის დაცული ლანდშაფ…მაჭახელას ეროვნული პარ…მაჭახელას დაცული ლანდშ…ტანისა და თეძმის დაცულ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 სექ. 2022 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026