საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების მუშაობას. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ იმ საკითების გადაწყვეტაში, რომლებიც ავტონომიურ რესპუბლიკათა ინტერესებს ეხება, მონაწილეობენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოები. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში განსახილველად შეაქვთ წინადადებანი იმ საკითხებზე, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებას მოითხოვენ. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი უზრუნველყოფს საჭირო ურთიერთმოქმედებას აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებსა და საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებსა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხვა საქვეუწყებო ორგანოებს შორის მათ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად და ეკონომიკური და სოციალური განვითარების საკითხთა გადასაწყვეტად. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს შეაჩეროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების დადგენილებათა და განკარგულებათა შესრულება.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ
მუხლი 18. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ურთიერთობათა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოებთან
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 31 მარ. 1994 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

