Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაზოგადი განათლების შესახებმუხლი 29

ზოგადი განათლების შესახებ

მუხლი 29. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე განათლების სფეროში უფლებამოსილი სამინისტროების უფლებამოსილებანი ზოგადი განათლების სფეროში

რედაქცია №118 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აფხაზეთის/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განათლების სფეროში უფლებამოსილი სამინისტრო შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე: ა) არის ზოგადი განათლების სისტემის მართვის ძირითადი რგოლი; ზოგადი განათლების სფეროში ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას; ბ) უზრუნველყოფს ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას; გ) ორგანიზებას უწევს ეროვნული სასწავლო გეგმების დანერგვას; დ) სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად უზრუნველყოფს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმატივებთან შესაბამისობას; ე) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასებებს; ვ) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ზოგადსაგანმანათლებლო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების წესდებებს; ზ) აფუძნებს სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით; თ) ამ კანონითა და ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლის დირექტორს, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში − სკოლის სხვა თანამშრომლის უფლებამოსილებასა და უფლებამოსილების შეწყვეტას და აღნიშნულ მონაცემებს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. მონაცემთა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაცია იწვევს მათ ძალაში შესვლას; ი) ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს ზოგადი განათლების დაფინანსებას; კ) ატარებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს; ლ) გასცემს თანხმობას სკოლის დირექტორის შვებულებაში გასვლაზე; დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას მისი შვებულებიდან გამოძახების შესახებ; მ) სამინისტროს დასანიშნად წარუდგენს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურას; სამინისტროს წინაშე აყენებს წინადადებას მისი სამეურვეო საბჭოდან გამოწვევის თაობაზე; ნ) უფლებამოსილია გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო, თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილებით; ო) უფლებამოსილია ამ კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 41-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; პ) გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის საჯარო სკოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას; ჟ) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით იბარებს საჯარო სკოლის გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის შესრულების, სასწავლო პროცესისა და ფინანსური საქმიანობის შესახებ; რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2.აფხაზეთის/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განათლების სფეროში უფლებამოსილ სამინისტროს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად შექმნას, გარდაქმნას და გააუქმოს საკუთარი ტერიტორიული ორგანოები შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, დაამტკიცოს ამ ორგანოების დებულებები, თანამდებობებზე დანიშნოს და თანამდებობებიდან გაათავისუფლოს მათი უფროსები და უფროსების მოადგილეები.

3.თუ აფხაზეთის/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ საქართველოს და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის განათლების სფეროში უფლებამოსილი სამინისტროს არსებობა, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65 საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3986- სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.353 საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372 საქართველოს 2008 წლის 18 ნოემბრის კანონი №497 – სსმ I, №33, 01.12.2008 წ., მუხ.211 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №790 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.257 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4044 - სსმ I, №75,27.12.2010წ., მუხ.466 საქართველოს 2011 წლის 3 ივნისის კანონი №4734 - ვებგვერდი, 22 . 0 6 . 2011წ. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2822 - ვებგვერდი, 15.12.2014წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №102 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1227 - ვებგვერდი, 28.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2753 – ვებგვერდი, 19.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №690 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

რედაქციების შედარება

1. აფხაზეთის/აჭარისაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განათლების სფეროშისამინისტრო, უფლებამოსილიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე: ა) არის ზოგადი განათლების სისტემის მართვის ძირითადი რგოლი; ზოგადი განათლების სფეროშირგოლი, ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას;პოლიტიკას ზოგადი განათლების სფეროში; ბ) უზრუნველყოფს ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას; გ) ორგანიზებას უწევს ეროვნული სასწავლო გეგმების დანერგვას; დ) სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად უზრუნველყოფს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმატივებთან შესაბამისობას; ე) სამინისტროს( მიერამოღებულია დადგენილი- წესით17.03.2006, №2793 ) ; ვ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასებებს;შეფასებებს ვ)სამინისტროს მიერ დადგენილი წესით; ზ) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ზოგადსაგანმანათლებლო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების წესდებებს; ზ)ზ 1 ) აფუძნებს სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით; თ) ამ კანონითა და ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლის დირექტორს, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში − სკოლის სხვა თანამშრომლის უფლებამოსილებასა და უფლებამოსილების შეწყვეტას და აღნიშნულ მონაცემებს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. მონაცემთა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაცია იწვევს მათ ძალაში შესვლას; ი) ამახორციელებს კანონითზოგადი დადგენილიგანათლების წესითდაფინანსებას ახორციელებსამ ზოგადიკანონით განათლებისგათვალისწინებული დაფინანსებას;წესით; კ)კ ) ატარებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს;კონკურსს ლ); კ 1 ) გასცემს თანხმობას სკოლის დირექტორის შვებულებაში გასვლაზე; დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას მისი შვებულებიდან გამოძახების შესახებ; მ)კ​ 2 ) სამინისტროს დასანიშნად წარუდგენს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურას; სამინისტროს წინაშე აყენებს წინადადებას მისი სამეურვეო საბჭოდან გამოწვევის თაობაზე; ნ)ლ) უფლებამოსილია გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო, თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილებით; ო)მ) ( ამოღებულია - 21.07.2010, №3530 ); მ 1 ) უფლებამოსილია ამ კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 41-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; პ)ნ) გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის საჯარო სკოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას; ო) ( ამოღებულია - 27.12.2006, №4129 ); პ) ( ამოღებულია - 27.12.2006, №4129 ); ჟ) სამინისტროს მიერ დადგენილი წესითწესის შესაბამისად იბარებს საჯარო სკოლის გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის შესრულების, სასწავლო პროცესისა და ფინანსური საქმიანობის შესახებ; რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით,კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. აფხაზეთის/აჭარისაფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განათლების სფეროში უფლებამოსილ სამინისტროს უფლებასამინისტრო აქვს,უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად შექმნას, გარდაქმნას და გააუქმოს საკუთარი ტერიტორიული ორგანოები შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, დაამტკიცოს ამ ორგანოებისმათი დებულებები, თანამდებობებზეთანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობებიდანთანამდებობიდან გაათავისუფლოს მათი უფროსებიხელმძღვანელები და უფროსების მოადგილეები. 3. თუ აფხაზეთის/აჭარისაფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისრესპუბლიკების შესახებ საქართველოსსაქართველოსა და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის განათლების სფეროში უფლებამოსილი სამინისტროს არსებობა, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65 საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3986- სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.353 საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372 საქართველოს 2008 წლის 18 ნოემბრის კანონი №497 – სსმ I, №33, 01.12.2008 წ., მუხ.211 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №790 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.257 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4044 - სსმ I, №75,27.12.2010წ., მუხ.466 საქართველოს 2011 წლის 3 ივნისის კანონი №4734 - ვებგვერდი, 22 . 0 6 . 2011წ. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2822 - ვებგვერდი, 15.12.2014წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №102 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1227 - ვებგვერდი, 28.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2753 – ვებგვერდი, 19.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №690 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 26 ივნ. 2025
წინა მუხლი 28³შემდეგი მუხლი 30

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №118

2
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-06-26
2
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 34მუხლი 41მუხლი 44

მიუთითებენ მასზე

მუხლი 53მუხლი 58

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ზოგადი განათლების შესახებ

  • 26სამინისტროს უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში
  • 25საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში
  • 49სახელმწიფო კონტროლი

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ

  • 5აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს უფლებამოსილება განათლების ხელშეწყობის სფეროში
  • 3კანონის ძირითადი მიზნებია
  • 4აჭარის

პროფესიული განათლების შესახებ

  • 17აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

  • 2სამინისტროს საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 7საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებები/ვალდებულებები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 20¹სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი.

სოციალური დახმარების შესახებ

  • 19აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე სოციალური დახმარების სფეროში კომპეტენტური ორგანოები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 22¹სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი.

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2173441445358262549720¹53429
მითითებამნიშვნელობით ახლოსზოგადი განათლების შესა…აჭარის ავტონომიურ რესპ…პროფესიული განათლების …საქართველოს განათლების…ადრეული და სკოლამდელი …აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026