ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 23. დონორის შესაბამისობა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სისხლის ჩაბარების უფლება აქვს პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ დონორის შესაბამისობის კრიტერიუმებს და რომელსაც გავლილი აქვს დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურები.

2.დონორი შეიძლება იყოს 18 წლიდან 65 წლამდე პირი. 17 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანისგან სისხლისა და მისი კომპონენტების აღება დასაშვებია მხოლოდ მისი და მისი მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობის დროს და ალტერნატიული მკურნალობის შესაძლებლობის არარსებობის შემთხვევაში.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების (მათ შორის, დონორის სისხლისა და მისი კომპონენტების შემოწმების) პროცედურები უნდა განხორციელდეს სისხლისა და მისი კომპონენტების ყველა დონორის (მათ შორის, ავტოლოგიური დონორების) მიმართ. სისხლის დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს, რომ დონორი აკმაყოფილებდეს ამ კანონით გათვალისწინებულ დონორის შესაბამისობის კრიტერიუმებს.

4.დონორის შესაბამისობის შეფასება უნდა განხორციელდეს და მასთან გასაუბრება უნდა ჩატარდეს ყოველი დონაციის წინ. უფლებამოსილი სამედიცინო პერსონალი ვალდებულია დონორისგან მიიღოს მისი შესაბამისობის შეფასებისთვის საჭირო ინფორმაცია, ხოლო დონორი ვალდებულია უფლებამოსილ სამედიცინო პერსონალს სრულად მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია. დონორის შესაბამისობის შესახებ ჩანაწერსა და საბოლოო შეფასებას ხელი უნდა მოაწეროს უფლებამოსილმა კვალიფიციურმა პირმა.

5.დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების შედეგები, აგრეთვე სისხლისა და მისი კომპონენტების ლაბორატორიული ტესტირების შედეგები დოკუმენტურად უნდა გაფორმდეს, ხოლო დონორის დაწუნების შედეგები მას სისხლის დაწესებულების უფლებამოსილმა პირმა უნდა აცნობოს. დონორის შესაბამისობის შეფასების შედეგების მიხედვით დონორის დაწუნების კრიტერიუმები განისაზღვრება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო სისხლისა და მისი კომპონენტების ლაბორატორიული ტესტირების შედეგად დონორის დაწუნების შემთხვევაში დონორისთვის ამის შესახებ შეტყობინების წესი და პროცედურები განისაზღვრება ამ კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

6.დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2024

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1241231262427254226717152129271523
მითითებამნიშვნელობით ახლოსადამიანის სისხლისა და …ჯანმრთელობის დაცვის შე…ადამიანის ქსოვილებისა …ადამიანის ორგანოთა გად…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა