Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებმუხლი 27

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

მუხლი 27. გარდაცვლილი პირის ორგანოს (ორგანოების) დონაციის საკითხის გადაწყვეტაში მისი ოჯახის მონაწილეობა და დონაციაზე თანხმობასთან დაკავშირებული მოთხოვნები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415

1.მომაკვდავი პაციენტის (ორგანოს პოტენციური დონორის) ოჯახს სათანადო ემპათიით, დროულად და გასაგები ფორმით უნდა მიეწოდოს ინფორმაცია სიცოცხლის ბოლო ეტაპის ზრუნვის შესახებ.

2.დონორ-კოორდინატორმა გადანერგვის საინფორმაციო ცენტრის საშუალებით უნდა შეამოწმოს, განცხადებული ჰქონდა თუ არა ორგანოს პოტენციურ დონორს დონაციაზე თანხმობა და რეგისტრირებულია თუ არა იგი დონორთა ეროვნულ რეესტრში ან განცხადებული ჰქონდა თუ არა მას დონაციაზე უარი, და ამის შესახებ უნდა აცნობოს მის ოჯახს. ამასთანავე, დონორ-კოორდინატორმა ორგანოს პოტენციური დონორის ოჯახს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია დონაციის პროცესის მიმდინარეობისა და პოტენციური რეციპიენტისთვის დონაციის სარგებლიანობის შესახებ.

3.გარდაცვლილი პირისგან ორგანო (ორგანოები) შეიძლება მოპოვებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ იგი, როგორც დონორი, რეგისტრირებულია დონორთა ეროვნულ რეესტრში, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ გადანერგვის საინფორმაციო ცენტრში არსებობს ამ პირის მიერ სიცოცხლეში განცხადებული უარი დონაციაზე, გარდაცვლილი პირის ოჯახთან დონაციის საკითხი აღარ განიხილება.

4.გარდაცვლილი პირის ოჯახმა პატივი უნდა სცეს მის მიერ გამოხატულ დონორობის სურვილს.

5.თუ გარდაცვლილი პირი დონორთა ეროვნულ რეესტრში რეგისტრირებული არ არის, მისი ორგანოს (ორგანოების) დონაცია შეიძლება განხორციელდეს, თუკი მას სიცოცხლეში არ განუცხადებია უარი დონაციაზე და დაცულია ყველა შემდეგი პირობა: ა) არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ორგანოს (ორგანოების) დონაცია არ ეწინააღმდეგება გარდაცვლილი პირის ეთიკურ პრინციპებს; ბ) ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გარდაცვლილ პირთან ნათესაური კავშირის მქონე პირი, იმავე პუნქტით განსაზღვრული რიგითობის მიხედვით, თანახმაა გარდაცვლილი პირის ორგანოს (ორგანოების) დონაციაზე.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დონორ-კოორდინატორმა ორგანოს პოტენციური დონორის ოჯახს უნდა მიაწოდოს სრული ინფორმაცია ორგანოს (ორგანოების) დონაციაზე თანხმობასთან დაკავშირებული მოთხოვნების, გარდაცვლილი პირის ორგანოს დონაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი ოჯახის როლის, დონაციის პროცესის მიმდინარეობისა და პოტენციური რეციპიენტისთვის დონაციის სარგებლიანობის თაობაზე.

7.გარდაცვლილი პირის ორგანოს (ორგანოების) დონაციაზე თანხმობის განცხადების უფლება აქვთ მასთან ნათესაური კავშირის მქონე სრულწლოვან, ქმედუნარიან პირებს, რომლებსაც დაწესებული არ აქვთ მხარდაჭერა ან მზრუნველობა, შემდეგი რიგითობის მიხედვით: ა) მეუღლე; ბ) შვილი; გ) მშობელი; დ) შვილიშვილი, შვილიშვილის შვილი; ე) და, ძმა; ვ) დისშვილი, ძმისშვილი; ზ) ბებია, პაპა; თ) დეიდა, მამიდა, ბიძა; ი) დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძაშვილი.

8.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ გარდაცვლილ პირთან ნათესაური კავშირის მქონე პირებს გარდაცვლილი პირის ორგანოს დონაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმავე პუნქტით განსაზღვრული წინა რიგისთვის მიკუთვნებული პირი (პირები) ცოცხალი (ცოცხლები) არ არის (არ არიან) ან შეუძლებელია, მან (მათ) აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს (მიიღონ) ორგანოს გადასანერგად დასაშვები დროის განმავლობაში. გარდაცვლილ პირთან ნათესაური კავშირის მქონე პირის გადაწყვეტილება გარდაცვლილი პირის ნებასა და ღირებულებებს უნდა შეესაბამებოდეს.

9.თუ არსებობს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გარდაცვლილ პირთან ნათესაური კავშირის მქონე რამდენიმე პირი, რომლებსაც თანაბარი უფლება აქვთ, და თუნდაც ერთმა მათგანმა უარი განაცხადა გარდაცვლილი პირის ორგანოს (ორგანოების) დონაციაზე, მისი (მათი) დონაცია დაუშვებელია.

10.თუ გარდაცვლილი პირი საქართველოს მოქალაქე არ არის, გადასანერგად მისი ორგანო (ორგანოები) შეიძლება მოპოვებულ იქნეს, თუკი შესაბამის წერილობით თანხმობას განაცხადებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გარდაცვლილ პირთან ნათესაური კავშირის მქონე პირი, იმავე პუნქტით განსაზღვრული რიგითობის მიხედვით.

11.გარდაცვლილი არასრულწლოვანის ორგანო (ორგანოები) გადასანერგად შეიძლება მოპოვებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მისი ორივე მშობლის (თუ ისინი ცოცხლები არიან) წერილობითი თანხმობა. თუ არასრულწლოვანის ერთ-ერთი მშობელი გარდაცვლილია, საკმარისია მხოლოდ მეორე მშობლის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ ორივე მშობელი გარდაცვლილია, უნდა არსებობდეს არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა.

12.გარდაცვლილი სრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები პირის ორგანო (ორგანოები) გადასანერგად შეიძლება მოპოვებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა.

13.გარდაცვლილი პირის ორგანოს (ორგანოების) დონაციაზე თანხმობას ხელს უნდა აწერდეს უფლებამოსილი პირი. უნდა მიეთითოს ორგანო (ორგანოები) და ქსოვილი (ქსოვილები), რომელთა დონაციაზეც თანხმობაა გაცემული. ეს თანხმობა და ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ გარდაცვლილ პირთან ნათესაური კავშირის მქონე პირთან (პირებთან) გასაუბრების ჩანაწერი (ჩანაწერები) გარდაცვლილი პირის სამედიცინო დოკუმენტაციის ნაწილი უნდა იყოს.

14.ამოუცნობი და უპატრონო გარდაცვლილი პირის ორგანოს (ორგანოების) გადასანერგად მოპოვება დაუშვებელია.

15.გარდაცვლილი პირის ორგანოს დონაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. თავი V. ორგანოების ხარისხი და უსაფრთხოება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ოქტ. 2025 – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. … – 1 ოქტ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 26შემდეგი მუხლი 28

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №2

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 23გარდაცვლილი პირისგან ორგანოს მოპოვების პირობა და მიზანი
  • 30ორგანოს მოპოვება
  • 5ორგანოს დონაციის ნებაყოფლობითობა და უანგარობა

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 21
  • 16
  • 18

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 21მოთხოვნები ქსოვილის დონაციაზე თანხმობისადმი
  • 16დონორის ინფორმირებული თანხმობა ქსოვილის დონაციაზე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 316³განცხადების შინაარსი
  • 316²განცხადების შეტანა

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

  • 24დონორისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია და დონორისგან მისაღები ინფორმაცია

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 116

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
211618316³316²1162421162330527
მნიშვნელობით ახლოსადამიანის ორგანოთა გად…ადამიანის ორგანოთა გად…ადამიანის ქსოვილებისა …საქართველოს სამოქალაქო…ადამიანის სისხლისა და …ჯანმრთელობის დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026