ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

მუხლი 29. დონორის დახასიათება და ორგანოს დახასიათება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ორგანოს მოპოვებამდე უნდა განხორციელდეს დონორის დახასიათება და ორგანოს დახასიათება, კერძოდ, უნდა შეგროვდეს სათანადო ინფორმაცია მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

2.დონორის დახასიათებისა და ორგანოს დახასიათების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, ჩატარებული ანალიზი რისკისა და სარგებლის თაობაზე) 30 წლის განმავლობაში უნდა ინახებოდეს.

3.უნდა ჩატარდეს ყველა დონორის ტესტირება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული, დონორის ტესტირების ჩატარებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად.

4.დონორისა და რეციპიენტის (საჭიროების შემთხვევაში) იმუნოგენეტიკური ტესტირება უნდა ჩატარდეს შერჩეულ, სანიმუშო რეფერენსლაბორატორიაში, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და რომელსაც მინიჭებული აქვს დონორთა ტესტირების უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
316³1241162624231525134634183029
მითითებამნიშვნელობით ახლოსადამიანის ორგანოთა გად…ადამიანის სისხლისა და …ადამიანის ქსოვილებისა …საქართველოს სამოქალაქო…ჯანმრთელობის დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა