Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებმუხლი 6

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 6. სისხლის დონორობის პრინციპები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.სისხლის დონორობა ეფუძნება ნებაყოფლობითობის, უანგარობისა და ანონიმურობის პრინციპებს.

2.ნებაყოფლობითობის პრინციპი გულისხმობს პირის უფლებას, სისხლი ან სისხლის კომპონენტი საკუთარი ნებით, ძალდატანების გარეშე გაიღოს.

3.უანგარობის პრინციპი გულისხმობს პირის მიერ სისხლის ან მისი კომპონენტის უანგაროდ, ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის გარეშე გაღებას.

4.დაუშვებელია გაღებული სისხლის ან მისი კომპონენტის სანაცვლოდ დონორის ან სხვა პირის მიერ ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის მიღება, აგრეთვე მისთვის ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის შეთავაზება/მიცემა. ასევე დაუშვებელია სისხლით ან მისი კომპონენტებით ვაჭრობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით.

5.ფულადი ანაზღაურების ტოლფას სარგებლად არ მიიჩნევა დონორისთვის ამ კანონის მე-7 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული დასვენების დროისთვის მიცემული შრომის ანაზღაურება, საპატიო დონორისთვის გათვალისწინებული ერთდროული ფულადი გასაცემელი, დონორისთვის გადაცემული სიმბოლური ნიშანი, სუვენირი ან საჩუქარი, რომლის ღირებულება არ შეიძლება გახდეს უანგარობის პრინციპის დარღვევის სტიმული, მაგრამ რომელიც ხელს შეუწყობს დონორობის წახალისებას.

6.ანონიმურობის პრინციპი გულისხმობს დონორისა და რეციპიენტის უფლებას, დონორობა ანონიმურად განხორციელდეს, რაც ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დონორისა და რეციპიენტის შესახებ პერსონალური მონაცემების (მათ შორის, გენეტიკური მონაცემების) დაცულობას და მესამე პირის მიერ მათი იდენტიფიცირების შეუძლებლობას.

7.სახელმწიფო ვალდებულია სისხლისა და მისი კომპონენტების უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების მისაღწევად ხელი შეუწყოს დონორობის ნებაყოფლობითობის, უანგარობისა და ანონიმურობის პრინციპების დაცვით განხორციელებას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №3

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 1 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 7

მიუთითებენ მასზე

მუხლი 41მუხლი 7

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

  • 7დონორის უფლებები და მოვალეობები
  • 5სისხლისა და მისი კომპონენტების ხელმისაწვდომობა
  • 24დონორისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია და დონორისგან მისაღები ინფორმაცია

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 123
  • 124
  • 126

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 5ორგანოს დონაციის ნებაყოფლობითობა და უანგარობა

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 4ქსოვილისა და უჯრედის დონაციის ნებაყოფლობითობა და უანგარობა
  • 16დონორის ინფორმირებული თანხმობა ქსოვილის დონაციაზე

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 135ადამიანის სისხლით ან მისი კომპონენტებით უკანონო ვაჭრობა, ადამიანის სისხლის ან მისი კომპონენტების უკანონო ექსპორტი ან იმპორტი

სისხლის კომპონენტების განკარგვის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 3 (დანართი 1)სისხლის კომპონენტების განკარგვის წესი
  • 2 (დანართი 1)სისხლის კომპონენტების განკარგვის პირობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1351231241263 (და…2 (და…74152441656
მითითებამნიშვნელობით ახლოსადამიანის სისხლისა და …ჯანმრთელობის დაცვის შე…ადამიანის ორგანოთა გად…ადამიანის ქსოვილებისა …საქართველოს სისხლის სა…სისხლის კომპონენტების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026