Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებმუხლი 41

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 41. მოქმედი სისხლის დაწესებულების (სისხლის გადასხმის დაწესებულების/სისხლის ბანკის) საქმიანობის რეგულირება გარდამავალ პერიოდში

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹3²3³3⁴45

1.ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი სისხლის დაწესებულება (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი), რომელიც ფუნქციონირებს „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა და სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად, ვალდებულია: ა)  2025 წლის 1 სექტემბრამდე დარეგისტრირდეს ამ კანონით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან სათანადო ამონაწერი წარუდგინოს მასზე ლიცენზიის გამცემ შესაბამის ორგანოს ამ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის მიზნით. ამ ქვეპუნქტისა და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გამოიყენოს იმავე კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ფორმები; გ) განსაზღვრული ეტაპების შესაბამისად, მაგრამ არაუგვიანეს 2030 წლის 1 აპრილისა, უზრუნველყოს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნების თანახმად უანგარობის პრინციპის დაცვა. აღნიშნული ეტაპები განისაზღვრება ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგენილი სალიცენზიო პირობებით, უანგარო დონორობის პროცენტული თანაფარდობის მითითებით; დ) განსაზღვრული ეტაპების შესაბამისად, მაგრამ არაუგვიანეს 2030 წლის 1 ოქტომბრისა, უზრუნველყოს ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებთან შესაბამისობა, აგრეთვე ამ კანონის, მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრულ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა საქართველოს მთავრობის დადგენილებით/სათანადო ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესითა და პირობებით, შემდეგი პროცედურის დაცვით: დ.ა) 2026 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს პირველი ეტაპის სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა. 2027 წლის 1 იანვრამდე ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ სალიცენზიო პირობებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში გაცემული ლიცენზია უქმდება და სისხლის დაწესებულება წყვეტს ფუნქციონირებას; დ.ბ) 2028 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს მეორე ეტაპის სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა. 2029 წლის 1 იანვრამდე ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ სალიცენზიო პირობებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში გაცემული ლიცენზია უქმდება და სისხლის დაწესებულება წყვეტს ფუნქციონირებას; დ.გ) 2030 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს მესამე ეტაპის სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა. 2031 წლის 1 იანვრამდე ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ სალიცენზიო პირობებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში გაცემული ლიცენზია უქმდება და სისხლის დაწესებულება წყვეტს ფუნქციონირებას.

2.(ამოღებულია - 01.04.2026, №1471).

3.2030 წლის 1 აპრილამდე პირს უფლება აქვს, სისხლი ან სისხლის კომპონენტი გაიღოს ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის სანაცვლოდ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3¹.2026 წლის 2 აპრილიდან ახალ სუბიექტზე საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია არ გაიცემა, აგრეთვე არ დარეგისტრირდება მოქმედი სისხლის დაწესებულების ახალი ფილიალი.

3².2026 წლის 2 აპრილამდე მოქმედი სისხლის დაწესებულება, რომელიც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დარეგისტრირდა, აგრძელებს ფუნქციონირებას, თუ ის აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

3³.2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით მოქმედ სისხლის დაწესებულებას (სისხლის გადასხმის დაწესებულებას/სისხლის ბანკს), რომელიც „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა და სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად ფუნქციონირებდა, უფლება აქვს, დარეგისტრირდეს ამ კანონით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით და მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს გაცემულ საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით 2026 წლის 1 ივნისამდე.

3⁴.იმ იურიდიულ პირს, რომელიც სტაციონარული დაწესებულების ნებართვასთან ერთად 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით ფლობს საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიას, უფლება აქვს, დააფუძნოს ამ კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით და 2026 წლის 1 ივნისამდე მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს შესაბამისი ლიცენზიის გაცემის მოთხოვნით. უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი 2026 წლის 1 ივნისამდე არ მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს შესაბამისი ლიცენზიის გაცემის მოთხოვნით, − 2026 წლის 1 ივნისიდან გაუქმებულად ჩაითვლება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მქონე სუბიექტზე გაცემული საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია.

4.საქართველოს მთავრობამ/სამინისტრომ 2024 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული კომპეტენტური ორგანოს (ორგანოების) განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში მისთვის (მათთვის) ფუნქციების განაწილება.

5.საჭიროების შემთხვევაში სისხლისა და მისი კომპონენტების სტრატეგიული მარაგების შექმნასა და მართვასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მინისტრის, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4338 - ვებგვერდი, 28.06.2024წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №135 - ვებგვერდი, 29.12.2024წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1471 – ვებგვერდი, 01.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 აპრ. 2026

    41-ე მუხლში უანგარობისა და სალიცენზიო პირობების ვადები 2026 წლის 1 აპრილიდან 2030 წლამდე ეტაპობრივად გადაინაცვლა, მე-2 პუნქტი ამოღებულია, დაემატა გარდამავალი 3¹–3⁴ პუნქტები და მე-5 პუნქტი სტრატეგიულ მარაგებზე.

  2. 1 ოქტ. 2025· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2024

    41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით რეგისტრაციის ვადა 2025 წლის 1 სექტემბრამდეა გადატანილი; „გ“, „დ“ ქვეპუნქტების, მე-2 და მე-3 პუნქტების ვადები 2025 წლის 1 ივლისიდან 2026 წლის 1 აპრილამდე გადავიდა.

  3. 28 ივნ. 2024

    41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სისხლის დაწესებულების რეგისტრაციის ვადა 2024 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 1 დეკემბრამდე შეიცვალა; დანარჩენი ვალდებულებები უცვლელია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 40შემდეგი მუხლი 42

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №3

  • 3 ცვლილება · ბოლო 1 აპრ. 2026
  • 3 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ლიცენზიებისა და ნე… 21მუხლი 10მუხლი 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

  • 15სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკი
  • 11სისხლის დაწესებულება
  • 12პასუხისმგებელი პირი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1509²მოქმედი სისხლის დაწესებულების (სისხლის გადასხმის დაწესებულების/სისხლის ბანკის) არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაციის წესი

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 124
  • 126
  • 125

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 46კანონის მიღებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და განსახორციელებელი ღონისძიებები

ფაქტორინგის შესახებ

  • 33გარდამავალი დებულებები

იურიდიული დახმარების შესახებ

  • 23კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

სისხლის კომპონენტების განკარგვის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 3 (დანართი 1)სისხლის კომპონენტების განკარგვის წესი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 107²იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
107²23211241261251509²3 (და…106151112463341
მითითებამნიშვნელობით ახლოსლიცენზიებისა და ნებართ…ადამიანის სისხლისა და …საქართველოს სამოქალაქო…ჯანმრთელობის დაცვის შე…ადამიანის ორგანოთა გად…ფაქტორინგის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026