1.ყველას აქვს უფლება, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ხარისხიანი და უსაფრთხო სისხლი და მისი კომპონენტები.
2.სახელმწიფო ხელს უწყობს ნებაყოფლობით, უანგარო დონორობას და უზრუნველყოფს სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების მდგრად პირობებს.
3.სახელმწიფო ვალდებულია სისხლისა და მისი კომპონენტების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობისთვის უზრუნველყოს ქვეყანაში საჭირო რაოდენობის სისხლის დაწესებულების არსებობა.
