საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 44. მრავალწლიანი საჯარო შესყიდვა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საჯარო შესყიდვა, როგორც წესი, ერთწლიანია. ერთწლიანი საჯარო შესყიდვის ანაზღაურება ხორციელდება მიმდინარე საბიუჯეტო წლისთვის გათვალისწინებული ასიგნებებით. შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებიდან და საჯარო შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, საჯარო შესყიდვა შეიძლება მრავალწლიანი იყოს.

2.თუ საჯარო შესყიდვა არ მიიჩნევა ერთწლიანად ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იგი მრავალწლიანია. საჯარო შესყიდვა მრავალწლიანია აგრეთვე, თუ მისი ანაზღაურება ხორციელდება ორი ან ორზე მეტი საბიუჯეტო წლისთვის გათვალისწინებული ასიგნებებით.

3.შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მრავალწლიანი საჯარო შესყიდვა შეუთანხმოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსებისთვის პასუხისმგებელ სამინისტროს ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანოს და მიღებული თანხმობა სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ელექტრონულ სისტემაში, თუ ეს საჯარო შესყიდვა ფინანსდება: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით; ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით.

4.მრავალწლიანი საჯარო შესყიდვის შეთანხმება და მიღებული თანხმობის ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნება საჭირო არ არის, თუ ამ საჯარო შესყიდვის ანაზღაურება ხორციელდება მომდევნო წლის 1 თებერვლამდე, ხოლო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა – მიმდინარე საბიუჯეტო წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

5.საქართველოს ეროვნული ბანკი მრავალწლიან საჯარო შესყიდვას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.

6.მრავალწლიანი საჯარო შესყიდვა ყოველწლიურად აისახება წლიურ გეგმაში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
195¹165¹⁷165²⁰165¹²910¹10²3154324244
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს ადმინისტრა…ენერგოეფექტურობის შესა…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა