საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 45. შერეული შესყიდვა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · უფასო კონსულტაცია

გურანდა გრიგოლიასანდრო სარუხანიშვილინინო ლიპარტია

1.შესყიდვა შერეულია, თუ შესყიდვის ხელშეკრულება ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებულ სხვადასხვა შესყიდვის ობიექტს მოიცავს ან/და იგი სხვადასხვა სამართლებრივი რეჟიმით რეგულირდება.

2.შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია დაყოს შერეული შესყიდვა და შესყიდვის ხელშეკრულებები ცალ-ცალკე დადოს, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისისა, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია დადოს შერეული შესყიდვის ხელშეკრულება.

3.დასაშვებია წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შედეგად ერთი შესყიდვის ხელშეკრულებით სხვადასხვა შესყიდვის ობიექტის შესყიდვა. ეს შესყიდვის ობიექტები შესყიდვის ხელშეკრულებაში მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია თითოეული შესყიდვის ობიექტის მიმართ დაიცვას ამ კანონით მონეტარულ ზღვრებსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნები.

4.გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა, შერეული შესყიდვის ხელშეკრულების დადება დასაშვებია აგრეთვე, თუ შესყიდვის დაყოფა ობიექტურად შეუძლებელია, რაც უნდა დასაბუთდეს. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ამ მუხლის მე-5–მე-9 პუნქტებით დადგენილი წესებით ხელმძღვანელობს.

5.შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის საგანია სხვადასხვა შესყიდვის ობიექტი, უნდა დაიდოს შესყიდვის ხელშეკრულების ძირითადი საგნის მარეგულირებელი წესების შესაბამისად. შესყიდვის ხელშეკრულების ძირითადი საგანია ყველაზე მაღალი სავარაუდო ღირებულების მქონე შესყიდვის ობიექტი.

6.შესყიდვის ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს როგორც ამ კანონის 34-ე მუხლით განსაზღვრულ მომსახურებას, ისე სხვა სახის მომსახურებას, უნდა დაიდოს შესყიდვის ხელშეკრულების იმ ნაწილის მარეგულირებელი წესების შესაბამისად, რომლით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაც უფრო მაღალია.

7.შესყიდვის ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს როგორც ამ კანონით გათვალისწინებულ საჯარო შესყიდვას, ისე იმ შესყიდვას, რომელზედაც ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება, შესყიდვის ხელშეკრულების ძირითადი საგნის მიუხედავად, უნდა დაიდოს ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ამ მუხლის შესაბამისად შესყიდვის ხელშეკრულებების ცალ-ცალკე დადებას გადაწყვეტს, თითოეული შესყიდვის ხელშეკრულების მარეგულირებელი სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება მათი ბუნებიდან გამომდინარე.

8.შესყიდვის ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს როგორც ამ კანონის XI თავით გათვალისწინებულ საჯარო შესყიდვას, ისე ამავე კანონით გათვალისწინებულ სხვა საჯარო შესყიდვას, უნდა დაიდოს იმავე თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

9.თუ შესყიდვის ხელშეკრულება მოიცავს საქონელს, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც სამოქალაქო უსაფრთხოების, ისე თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნებისთვის, შესყიდვის ხელშეკრულების დასადებად გამოსაყენებელი წესები განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ უპირატესად რა მიზნისთვისაა განკუთვნილი ეს საქონელი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სანდრო სარუხანიშვილი

სანდრო სარუხანიშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

კახაბერ ცხვირავაშვილი

კახაბერ ცხვირავაშვილი

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

კესო ხუბუა

კესო ხუბუა

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20⁶10¹16¹12 (დ…23281323263442416745
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…მიმდინარე კონტროლის პრ…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…რეაბილიტაციისა და კრედ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა