Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო შესყიდვების შესახებმუხლი 10¹

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

მუხლი 10¹. ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საშუალებები

რედაქცია №102 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 დეკ. 2026
თემები:უსაფრთხოების კონტრაქტებიგრანტის შესაბამისობათავდაცვის შესყიდვებიკრიპტო გადახდების ინტეგრაცია ბიზნესისთვისბიზნეს და ეკონომიკური საქმიანობის დანაშაულებისმარტ კონტრაქტის დეველოპმენტი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233²3⁴5678

1.ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება კონკურსის, ელექტრონული ტენდერისა და კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით.

2.შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, ელექტრონული ტენდერისათვის დადგენილი პროცედურებით.

3.სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით, თუ: ა) საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა და არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად. ექსკლუზიურ უფლებად არ განიხილება შემთხვევა, როდესაც: ა.ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს და ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში, არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა; ა.ბ) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს და ქვეყნის შიგნით არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა; ბ) არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა; ასეთ შემთხვევაში შესასყიდი საქონლის რაოდენობა, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო შესაბამის ვადებს; გ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა განხორციელდეს იმავე მიმწოდებლისაგან ან იმავე მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველად შესყიდული ობიექტის ღირებულებას; დ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების განხორციელება დადგინდა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების ან/და ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სხვა სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში – ასევე ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების სამართლებრივი აქტებით, ხოლო სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შეუფერხებლად ჩატარების საჭიროების შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით; ე) (ამოღებულია - 15.06.2017, №1015) ; ვ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა; ზ) სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით; თ) ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წლოვანების ან/და პირობების მქონე გარანტიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და საცხებ-საპოხი მასალების სახელმწიფო შესყიდვა; ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ახორციელებს ლიტერატურის (ბეჭდურის, ელექტრონულ ან აუდიოვიზუალურ მატარებელზე განთავსებულის), რეაქტივის, კომპიუტერული პროგრამის, ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების), ლაბორატორიული აღჭურვილობისა და მონაცემთა ბაზის შესყიდვას; კ) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი ახორციელებენ სახელმწიფო შესყიდვას რეგენტთა საბჭოს თანხმობით. ასეთ შემთხვევაში რეგენტთა საბჭოს თანხმობა გაიცემა შემსყიდველი ორგანიზაციის მოტივირებული მიმართვის საფუძველზე; ლ) ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული, საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა. 3​ 1 . სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად ჩასატარებლად ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში საქონლისა და მომსახურების შემთხვევაში 150 000 ლარის ან მეტი სავარაუდო ღირებულების, ხოლო სამუშაოს შემთხვევაში – 300 000 ლარის ან მეტი სავარაუდო ღირებულების შესყიდვის ობიექტების შესყიდვისას სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, აგრეთვე სატენდერო წინადადების წარსადგენად საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით შეიძლება დადგინდეს ამ კანონის 15 1 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი ვადები. აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს.

3².საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლის 3 1 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისთვის არაუმეტეს 1 წლის ვადით დელეგირება (ავტონომიური რესპუბლიკებისა და მათ ტერიტორიებზე არსებული მუნიციპალიტეტების სახსრებით, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებით). 3​ 3 . შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება − თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია, შესყიდვის განხორციელებამდე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით შეუთანხმოს სააგენტოს. სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას შემსყიდველი ორგანიზაცია სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უთანხმებს. ამ სისტემაში შემსყიდველი ორგანიზაციის სააგენტოსადმი მიმართვა საჯაროა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მასთან დაკავშირებით მოსაზრებების გამოხატვა. სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვასთან ერთად განიხილავს დაინტერესებული პირების აღნიშნულ მოსაზრებებს. სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების სააგენტოსთვის შეთანხმების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

3⁴.სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებისას, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შექმნილ შესაბამის მოდულში. [ 3​ 4 . თუ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებისას შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შექმნილ შესაბამის მოდულში. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] 4. დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა ამ კანონით დადგენილი მონეტარული ზღვრების შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის საშუალებებისა და ვადების გამოყენებისათვის და სხვა მოთხოვნების შესრულებისათვის თავის არიდების მიზნით.

5.შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ეტაპობრივად, შესყიდვის ობიექტების ჯამური ღირებულებისათვის ამ კანონით დადგენილი მონეტარული ზღვრების შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის საშუალებისა და ვადების გამოყენებით.

6.( ამოღებულია - 06.04.2017, №617 ).

7.(ამოღებულია).

8.(ამოღებულია). საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3164-სსმI, №39, 19.07.2010წ.,მუხ.234 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4068-სსმI.№74,24.12.2010წ.,მუხ.458 საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4272 - ვებგვერდი, 02.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4632 -ვებგვერდი, 25.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4959 -ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5126 - ვებგვერდი, 27.10.2011წ. საქართველოს 2012  წლის 28 ივნისის კანონი №6577 – ვებგვერდი, 10.07.2012წ. საქართველოს 2013 წლის 17 მაისის კანონი №611 – ვებგვერდი, 06.06.2013წ. საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1284 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1285 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის კანონი №2099 – ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2015 წლის 24 ივლისის კანონი №4104 - ვებგვერდი, 04.08.2015წ. საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის კანონი №617 - ვებგვერდი, 21.04.2017წ. საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №1015 - ვებგვერდი, 29.06.2017წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5425 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6730 – ვებგვერდი, 16.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6895 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1627 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივნ. 2026 – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

  2. 28 ივლ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 19

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 დეკ. 2026 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 29 მაი. 2026
  2. 1 ივნ. 2026· გამოქვეყნდა 17 ნოე. 2025
  3. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 16 ივლ. 2020
  4. 28 ივლ. 2020
  5. 10 დეკ. 2019
  6. 1 სექ. 2019· გამოქვეყნდა 21 აპრ. 2017
  7. 23 აპრ. 2019
  8. 29 ივნ. 2017

    10¹ მუხლიდან ამოღებულია ძველი 1-ლი და მე-2 პუნქტები, მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი (ჩანაცვლებით შესყიდვა), 3¹ პუნქტი, ეტაპობრივი შესყიდვის წესი და მე-6 პუნქტი პროცედურათა გამოყენების შესახებ.

  9. 1 ნოე. 2015· გამოქვეყნდა 4 აგვ. 2015

    10¹ მუხლს დაემატა 3³ პუნქტი, რომელიც აწესებს გამარტივებული შესყიდვის გადაწყვეტილების სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებას ერთიანი ელექტრონული სისტემით, საჯარო მიმართვითა და დაინტერესებული პირების მოსაზრებების გათვალისწინებით.

  10. 14 მარ. 2014

    10¹ მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში სუბიექტად განისაზღვრა საჯარო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, განვითარების ფონდი კი ნორმიდან ამოვიდა. შესასყიდ ობიექტებს ლიტერატურასთან ერთად დაემატა რეაქტივი, კომპიუტერული პროგრამა, ფარმაცევტული პროდუქტი, ლაბორატორიული აღჭურვილობა და მონაცემთა ბაზა.

  11. 1 თებ. 2014· გამოქვეყნდა 6 ივნ. 2013
  12. 1 იან. 2014· გამოქვეყნდა 25 მაი. 2011

    10¹ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატა ორი გამონაკლისი („ა.ა“ და „ა.ბ“), როცა ექსკლუზიური უფლება გამარტივებული შესყიდვის საფუძვლად არ განიხილება.

  13. 8 ოქტ. 2013

    10¹ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში აქტის გამცემად დარჩა მთავრობა (და ეროვნული ბანკის საბჭო), ხოლო 3¹ პუნქტი მთავრობას აძლევს 200 000 ლარის ან მეტი ღირებულების ერთგვაროვანი ობიექტების გამარტივებული ელექტრონული ტენდერით შესყიდვის დადგენის შესაძლებლობას.

  14. 10 ივლ. 2012

    10¹ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა და ეროვნული ბანკის მიერ ღონისძიების ჩატარების შემთხვევაში შესყიდვის დადგენის საფუძვლად ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივ აქტს ითვალისწინებს.

  15. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 19 ივლ. 2010

    ამოღებულია 10¹ მუხლის ტექსტი, მათ შორის ლოტებთან დაკავშირებული გამონაკლისის მე-7 პუნქტი.

  16. 27 ოქტ. 2011

    10¹ მუხლს დაემატა 3² პუნქტი, რომელიც მთავრობას აძლევს მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით ან/და 3¹ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების არა უმეტეს 1 წლით ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისთვის დელეგირების უფლებას.

  17. 11 ივლ. 2011

    10¹ მუხლის მე-3 პუნქტს, რომელიც გამარტივებული შესყიდვის შემთხვევებს ითვალისწინებს, დაემატა „ი“ ქვეპუნქტი ლიტერატურის შესყიდვაზე და „კ“ ქვეპუნქტი რეგენტთა საბჭოს თანხმობით შესყიდვაზე.

  18. 2 მარ. 2011

    10¹ მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ახლა მოიცავს სათადარიგო ნაწილებსა და საცხებ-საპოხ მასალებს, ხოლო 3¹ პუნქტი აწესებს გამარტივებული ელექტრონული ტენდერით 200 000 ლარიანი და მეტი შესყიდვის დადგენის შესაძლებლობას.

  19. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2010

    ახალი 10¹ მუხლი ადგენს ელექტრონული შესყიდვის საშუალებებს, გამარტივებული შესყიდვის დაშვების შემთხვევებს, ხელოვნური დაყოფის აკრძალვას და ეტაპობრივი შესყიდვის წესს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 10²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტენდერის გასაჩივრება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სკოლის შეძენა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სპოტ ვაჭრობის სტრატეგიის შემუშავება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №102

  • 19 ცვლილება · ბოლო 29 მაი. 2026
  • ციტირებულია 6 მუხლი
  • 27 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 15¹

მიუთითებენ მასზე

ადგილობრივი თვითმმ… 1სახელმწიფო ქონების… 2მუხლი 24მუხლი 24¹მუხლი 7აფხაზეთის ავტონომი… 1

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 20³ორეტაპიანი სახელმწიფო შესყიდვა
  • 20¹⁰ელექტრონული კატალოგი
  • 10²კონკურსი

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 5სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების საშუალებები, მეთოდი და მათი შერჩევის წესი
  • 26ერთ პირთან მოლაპარაკება
  • 28სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 26საჯარო შესყიდვის პროცედურები
  • 14შესყიდვების კომიტეტი
  • 5ელექტრონული სისტემა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 159⁵სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალების არასწორად შერჩევა ან სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა
  • 159⁶სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების წესების დარღვევა

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 9შეკვეთა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1215¹2424¹720³20¹⁰10²526281261410¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…ადგილობრივი თვითმმართვ…სახელმწიფო ქონების პრი…აფხაზეთის ავტონომიური …სახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №102 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026