Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 43

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 43. წლიური გეგმა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.შემსყიდველი ორგანიზაცია საჯარო შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული წლიური გეგმის შესაბამისად. ამ გეგმის შემუშავების, დამტკიცებისა და წარდგენის წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. დაუშვებელია საჯარო შესყიდვის განხორციელება, თუ ეს წლიურ გეგმაში მითითებული არ არის, გარდა ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რომლებიც წლიურ გეგმაში უნდა აისახოს.

2.წლიური გეგმის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) საჯარო შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა; ბ) შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება; გ) მსგავსი საჯარო შესყიდვის განხორციელების გამოცდილება; დ) შესყიდვის ობიექტის (საქონელი, სამუშაო, მომსახურება) განსაზღვრა; ე) პოტენციური ეკონომიკური ოპერატორების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისთვის მისაღები შესყიდვის ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით განხორციელებული ბაზრის კვლევის შედეგები; ვ) გამოსაყენებელი საჯარო შესყიდვის პროცედურები და მათი განხორციელების სავარაუდო ვადები; ზ) მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა, შესასრულებელი სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების მოცულობა, არსებული მარაგების გათვალისწინებით; თ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება, დღგ-ის ჩათვლით; ი) საჯარო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების გათვალისწინებით; კ) გრძელვადიანი შესყიდვის ხელშეკრულებებით ან წინა წელს დადებული შესყიდვის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები მიმდინარე წლისთვის; ლ) დასადები შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების სავარაუდო ვადები; მ) საჯარო შესყიდვასთან დაკავშირებული სხვა გარემოებები.

3.შემსყიდველი ორგანიზაცია მომდევნო წლის დამტკიცებულ წლიურ გეგმას არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგენს სააგენტოს, რის შემდეგაც შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია დაიწყოს მომდევნო წლისთვის/წლებისთვის აუცილებელი საჯარო შესყიდვის პროცედურების განხორციელება.

4.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე საჯარო შესყიდვების ამ კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სახსრებით განმახორციელებელი ორგანიზაციის წლიური გეგმა უნდა შეესაბამებოდეს ამ გეგმის წარდგენის მომენტისთვის სათანადო წარმომადგენლობითი ორგანოსთვის წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს.

5.თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედების შედეგად საჭირო გახდება სააგენტოსთვის წარდგენილი წლიური გეგმის მასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, საჯარო შესყიდვების ამ კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სახსრებით განმახორციელებელმა ორგანიზაციამ აღნიშნული ნორმატიული აქტის გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში, დადგენილი წესით სათანადო ცვლილება უნდა შეიტანოს წლიურ გეგმაში და ეს გეგმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს.

6.თუ შემსყიდველი ორგანიზაცია იქმნება (ფუძნდება) ან დამატებით დაფინანსებას იღებს ამ კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სახსრებით, წლიური გეგმა მტკიცდება და სააგენტოს წარედგინება ამ კანონის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის შექმნის (დაფუძნების) ან მის მიერ დამატებითი დაფინანსების მიღების თვის მომდევნო თვის არაუგვიანეს ბოლო დღისა.

7.დასაშვებია წლიურ გეგმაში ცვლილების შეტანა. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია წლიურ გეგმაში ცვლილების შეტანისას დაიცვას წლიური გეგმის დამტკიცებისთვის დადგენილი წესები და შეცვლილი წლიური გეგმა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით წარუდგინოს სააგენტოს. წლიურ გეგმაში ცვლილების შეტანა უნდა დასაბუთდეს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 42შემდეგი მუხლი 44

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №16

  • 2 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 33მუხლი 44

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 44მრავალწლიანი საჯარო შესყიდვა
  • 46ბაზრის კვლევა
  • 57ზოგადი წესი

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 3სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა
  • 32სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიში
  • 2შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 9შესყიდვების დაგეგმვა
  • 8¹ბაზრის კვლევა
  • 7შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 15სახელმწიფო შესყიდვა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 165¹⁷საჯარო შესყიდვის პროცედურის ან საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტის არასწორად შერჩევა

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 30წლიური სამოქმედო გეგმა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
165¹⁷98¹7332215304433465743
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…ენერგოეფექტურობის შესა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ტყის კოდექ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026