ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

მუხლი 41. ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის უზრუნველყოფის ვალდებულება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო იღებს ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის მუდმივი შეფასებისა და გაუმჯობესების ვალდებულებას ამ კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად.

2.ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის უზრუნველსაყოფად ოფიციალური სტატისტიკის შემუშავება, წარმოება და გავრცელება უნდა მოხდეს შესაბამისი ზოგადი სტანდარტების, მოცვის ხარისხის, კონცეფციების, განმარტებების, სტატისტიკური ერთეულებისა და კლასიფიკაციების ჰარმონიზებული მეთოდების შესაბამისად.

3.ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს მონაცემების რედაქტირება, სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების გაერთიანება და გაანგარიშება მხოლოდ სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

4.ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელმა ორგანომ უნდა მოახდინოს მისი წარმოების პროცესში გამოყენებული წყაროებისა და მეთოდების, აგრეთვე შესაბამისი შედეგების სტანდარტული წესით დოკუმენტირება.

5.მომხმარებელი მეტამონაცემების მეშვეობით ინფორმირებული უნდა იყოს ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში გამოყენებული წყაროებისა და მეთოდების, აგრეთვე სტატისტიკური პროდუქტის ხარისხის შესახებ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ივლ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
202533¹86726610 (დ…34542122841
მითითებამნიშვნელობით ახლოსოფიციალური სტატისტიკის…ჯანმრთელობის დაცვის შე…პროდუქტის უსაფრთხოების…შეზღუდული შესაძლებლობი…ადამიანის ორგანოთა გად…სამშენებლო პროდუქტების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა