ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

მუხლი 12. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები არიან პროფესიულად დამოუკიდებელი ერთეულები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოფიციალური სტატისტიკის შემუშავების, წარმოებისა და გავრცელების საკითხებში.

2.ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საერთაშორისო სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების ან/და საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ დამტკიცებული ანალოგიური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების საფუძველზე.

3.ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები, აგრეთვე სახელმწიფო  ორგანოები და იურიდიული პირები, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავებასა და შესრულებაში, ვალდებული არიან: ა) მიაწოდონ საქსტატს ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად მოთხოვნილი ყველა სახის ინფორმაცია, დოკუმენტი და ჩანაწერი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი; ბ) შეასრულონ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამით მათთვის დაკისრებული ყველა მოვალეობა.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების სანაცვლოდ საქსტატისთვის შესაბამისი საფასურის დაწესება დაუშვებელია.

5.ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებს არ შეიძლება დაეკისროთ ისეთი მოვალეობის შესრულება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ოფიციალური სტატისტიკის ძირითად პრინციპებს. თავი IV. საქსტატის საბჭო

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ივლ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2045⁶33¹517212521345861912
მითითებამნიშვნელობით ახლოსოფიციალური სტატისტიკის…შეზღუდული შესაძლებლობი…საქართველოს საგადასახა…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს ეროვნული ბ…საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა