Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზემუხლი 10 (დანართი 1)

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 10 (დანართი 1). მწარმოებლის ვალდებულებები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 8 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.მწარმოებელი   ვალდებულია,  სამშენებლო   პროდუქტის   თვისებების  დეკლარაცია  შეადგინოს  ამ რეგლამენტის  მე-4 და მე-6 მუხლების  შესაბამისად,  ხოლო  პროდუქტზე  შესაბამისი ინფორმაცია დაიტანოს  ამ რეგლამენტის მე-9 მუხლის შესაბამისად. მწარმოებელმა სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციას საფუძვლად უნდა დაურთოს   ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს სამშენებლო პროდუქტის   თვისებების უცვლელობის, შეფასებისა და ვერიფიკაციისათვის გამოყენებული სისტემის ყველა შესაბამისი ელემენტის შესახებ ინფორმაციას.

2.მწარმოებელი ვალდებულია, შეინახოს ტექნიკური დოკუმენტაცია და სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია სამშენებლო პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.

3.მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ სერიული წარმოებისას სამშენებლო პროდუქტი ინარჩუნებდეს დეკლარირებულ სამშენებლო პროდუქტის თვისებებს. მწარმოებელმა ასევე უნდა გაითვალისწინოს პროდუქტის ტიპსა და მასთან დაკავშირებულ სტანდარტებში განხორციელებული ცვლილებები. მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამის შემთხვევაში, დეკლარირებული სამშენებლო პროდუქტის თვისებების სიზუსტის, სტაბილურობისა და საიმედოობის შენარჩუნების მიზნით, განახორციელოს ბაზარზე განთავსებული ან ხელმისაწვდომი სამშენებლო პროდუქტის ნიმუშის გამოცდა, ასევე გამოიკვლიოს და, საჭიროების შემთხვევაში, შეინახოს: საჩივრები, პროდუქტის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობების შემთხვევებისა და პროდუქტის გამოთხოვის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია. მწარმოებელი ვალდებულია, ამგვარი მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს დისტრიბუტორებს.

4.მწარმოებელი ვალდებულია, რომ სამშენებლო პროდუქტზე დაიტანოს ტიპის, პარტიის ან სერიის ნომერი ან სხვა ნებისმიერი ნიშანი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის იდენტიფიცირებას. იმ შემთხვევებში, თუ აღნიშნული ვერ ხერხდება სამშენებლო პროდუქტის ზომის, ფორმის ან სხვა ფიზიკური მახასიათებლის გამო, ინფორმაცია დაიტანება სამშენებლო პროდუქტის შეფუთვაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან თანდართულ დოკუმენტაციაზე.

5.მწარმოებელი ვალდებულია, სამშენებლო პროდუქტზე დაიტანოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. თუ აღნიშნული ვერ ხერხდება სამშენებლო პროდუქტის ზომის, ფორმის ან/და სხვა ფიზიკური მახასიათებლის გამო, მითითებული ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს პროდუქტის შეფუთვაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან თანდართულ დოკუმენტაციაზე.

6.მწარმოებელმა ბაზარზე განთავსებამდე სამშენებლო პროდუქტს უნდა დაურთოს შესაბამისი ინსტრუქციები და პროდუქტის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ქართულ ენაზე.

7.მწარმოებელი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაში მითითებულ ინფორმაციას, ან არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის სხვა შესაბამის მოთხოვნებს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი მაკორექტირებელი ზომები, რათა სამშენებლო პროდუქტი მოიყვანოს შესაბამისობაში აღნიშნულ მოთხოვნებთან ან აუცილებლობის შემთხვევაში, მოახდინოს სამშენებლო პროდუქტის ბაზრიდან ამოღება ან გამოთხოვა. იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე განთავსებული სამშენებლო პროდუქტი შეიცავს საფრთხეს, მწარმოებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მათ შორის, შეუსაბამობისა და განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების შესახებ.

8.მწარმოებელი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს ყველა შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციასთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე. მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა იმ ღონისძიებების ფარგლებში, რომელიც მიმართულია ბაზარზე განთავსებული პროდუქტის მიერ გამოწვეული საფრთხეების აღმოსაფხვრელად. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №541 - ვებგვერდი, 14.11.2018წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №754 – ვებგვერდი, 22.12.2020წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 მარტის დადგენილება №106 - ვებგვერდი, 29.03.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 9 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 11 (დანართი 1)

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დეფექტების მოთხოვნები და გარანტიასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 აპრ. 2026 · №12

  • ციტირებულია 6 მუხლი
  • 4 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 6 (დანართი 1)მუხლი 9

მიუთითებენ მასზე

მუხლი 7 (დანართი 1)მუხლი 11 (დანართი 1)მუხლი 12 (დანართი 1)მუხლი 13 (დანართი 1)მუხლი 14 (დანართი 1)მუხლი 26 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 4 (დანართი 1)სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია
  • 6 (დანართი 1)სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის შინაარსი
  • 12 (დანართი 1)იმპორტიორის ვალდებულებები

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 5მიმწოდებლის ვალდებულებები
  • 6დილერის ვალდებულებები

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 9მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 12ინფორმაცია პროდუქტის შესახებ
  • 9ბაზარზე განთავსებული პროდუქტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • 11ბაზარზე უსაფრთხო პროდუქტის განთავსება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 34ელექტროენერგიის მწარმოებლის ვალდებულებები

სამშენებლო საქმიანობის შესახებ

  • 6სამშენებლო საქმიანობის მონაწილეთა ვალდებულებანი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 43გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
612996 (და…12 (დ…97 (და…11 (დ…13 (დ…14 (დ…26 (დ…4 (და…53410 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამშენებლო პროდუქტების…ენერგოეტიკეტირების შეს…ნარჩენების მართვის კოდ…პროდუქტის უსაფრთხოების…ენერგეტიკისა და წყალმო…სამშენებლო საქმიანობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 აპრ. 2026 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026